დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე ოთხი პირია დაკავებული, მათ შორის ორი პოლიციელი - ადვოკატი
სამართალი - 11:01, 07 Oct, 2019     2736

დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე ოთხი პირია დაკავებული, მათ შორის ორი პოლიციელი - ეს ინფორმაცია მედიას ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ მიაწოდა.

კობაიძე ერთ-ერთი დაკავებულის, გიორგი გეთაშვილის ადვოკატია. მისი თქმით, გეთაშვილს გამოძიება ცრუ ჩვენების მიცემას ედავება.

„გეთაშვილი რეალურად დააკავეს 5 ოქტომბერს, დაახლოებით 8-9 საათზე. დაკავების ოქმით ჩვენ გვედავებიან, რომ თურმე ცრუ ჩვენება მივეცით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 7 წლამდე. აღნიშნულ საქმეზე უამრავი პროცესუალური დარღვევებია. სამჯერ მაქვს განცხადება დაწერილი, სამჯერ მოვითხოვე მასთან შეხვედრა და საქმის მასალების გადმოცემა და დღემდე არ მაქვს გადმოცემული“, - აცხადებს ალექსანდრე კობაიძე.

მისივე თქმით, მოკლული დავით მუმლაძე და გიორგი გეთაშვილი მეგობრები იყვნენ.

„მანქანით იყვნენ ერთად, როცა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პოლიციამ გააჩერა. მანქანიდან გადმოიყვანეს მუმლაძე, დაადეს ხელბორკილი, ჩაისვეს პოლიციის მანქანაში და წაიყვანეს, გეთაშვილს კიდევ თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს და გათიშეს. როცა მუმლაძე დაიკარგა და ოჯახმა პოლიციას მიმართა, დაკითხეს რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, რომელთანაც ფიქსირდებოდა მუმლაძის მიერ განხორციელებული ბოლო სატელეფონო ზარი. მაშინ გეთაშვილს შეეშინდა და არ უხსენებია ის, რაც პოლიციასთან დაკავშირებით მოხდა. გამოძიება სწორედ ამის გამო ედავება ცრუ ჩვენების მიცემას“, - განაცხადა კობაიძემ.

ადვოკატის თქმითვე, პოლიციელებმა გეთაშვილის მანქანა გააჩერეს, გადაიყვანეს იქ მყოფი მუმლაძე.

"ეს არის მკვლელობის საქმე, რომელზეც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ედავებიან, რომ თითქოსდა მან მიიღო მკვლელობაში გარკვეულწილად მონაწილეობა. მისი მონაწილეობა გამოიხატება იმაში, რომ გარდაცვლილი მიიყვანა კონკრეტულ პიროვნებებთან და იმათ კიდევ მიიყვანეს მკვლელთან. სცენა არის შემდეგი, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს პოლიციელები აჩერებენ, გადმოჰყავთ გარდაცვლილი და მიჰყავთ პოლიციელებს. როგორც აღმოჩნდა, მიჰყავთ მკვლელთან. ეს მაქვს ზოგადი ინფორმაცია, როგორიც არსებობს. თუმცა, ჩვენ პროკურატურა გვედავება, რომ ეს ყოველივე ვიცოდით, რომ უნდა მიეყვანა პოლიციასთან და შემდეგ მკვლელს უნდა განეხორციელებინა ეს, რაც აბსურდია და არანაირ ჩარჩოებში არ ჯდება, რადგან გარდაცვლილი არის მისი მეგობარი. ჩემი ინფორმაციით, დაკავებულია ეს ორი პოლიციელი და ის, ვინც ეს ქმედება ჩაიდინა. მას არ უხსენებია პოლიციელები, რადგან აქ იყო დაშინება, მუქარა, ამიტომ იყო თავის შეკავება, რომ მის ოჯახს საფრთხე არ შექმნოდა. ამიტომ შეიკავა თავი და პოლიციელები არ ახსენა“, - განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.

36 წლის დავით მუმლაძის ცხედარი, 5 ოქტომბერს, რუსთავში მდინარე მტკვარმა გამორიყა. გარდაცვლილს სხეულზე 30-მდე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42