პატარა სპლიყვის გადარჩენის მცდელობას 5 სპილო შეეწირა. სპლიყვი ჩანჩქერთან წყალს სვამდა, რა დროსაც მას ფეხი დაუცდა და წყალში ჩავარდა. დანარჩენი სპილოები მის გადარჩენას ცდილობდნენ, თუმცა, ამაოდ - წყალმა ისინიც ჩაითრია.
ნაკრძალის ხელმძღვანელობამ ეს ამბავი მაშინ შეიტყო, როდესაც სპილოების ჯოგი გზაზე გამოვიდა და მოძრაობა გადაკეტა. ამგვარი საქციელის მიზეზის ძებნისას, სამი საათის შემდეგ, მათ ჩანჩქერის ფსკერზე პატარა დამხრჩვალი სპილო შენიშნეს, რომლის ირგვლივაც 5 დაღუპული სპილოს ნეშტი იყო, რომლებიც ჩანჩქერში ჩავარდნის დროს დაიმტვრნენ.
იქვე ახლოს მთაზე კიდევ ორი გადარჩენილი სპილო აღმოაჩინეს და მაშველები ცდილობენ, რომ ისინი ჩანჩქერის კიდეს მოაცილონ.
ნაკრძალის ხელმძღვანელობა სავარაუდოდ გადარჩენილებს ზოოპარკს გადასცემს, რადგან ჯოგისგან გადარჩენილი სპილოები ჯუმნგლებში სავარაუდოდ დაიღუპებიან, რადგან მცირე რაოდენობით ისინი ვერ შესძლებენ საჭმლის მოპოვებას და გარეული ცხოველებისგან თავდაცვას.
მომხდარმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ის ფაქტი, რომ სპილოები მძიმედ განიცდიან თანამოძმის დაღუპვას.
მასალის გამოყენების პირობები






