მთავარი პროკურორი ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და აღნიშნავს, რომ სასამართლო წნეხისგან უნდა გათავისუფლდეს და ამის ფონზე შესაძლოა საზოგადოებისთვის უსიამოვნო გადაწყვეტილება იქნას მიღებული.
"მე ვერ გავუკეთებ იმას პროგნოზირებას, თუ რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლო ახალაიას შემთხვევაში, ეს არის ძალიან კარგი ტენდენცია, რომ პროკურორი ამის პროგნოზს ვერ მოახდენს," - განაცხადა არჩილ კბილაშვილი.
მისივე განმარტებით, "საზოგადოების მოლოდინი განსხვავდება პროკურატურის ან სასამართლოს გადაწყვეტილებისგან.
უნდა დავდგეთ ამ ემოციებზე მაღლა. თუ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სასამართლო გავათავისუფლოთ პროკურატურის წნეხისგან, მაშინ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ სასამართლომ ჩვენთვის არასასიამოვნო გადაწყვეტილება მიიღოს", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






