ბორჯომში კედლის ჩამონგრევის შედეგად, 2 ადამიანი დაშავდა
შემთხვევა - 16:23, 04 Oct, 2019     1251

ბორჯომის მოსწავლე–ახალგაზრდობის სახლში, კედლის ჩამონგრევისას, დარაჯი და ერთ–ერთი თანამშრომლის შვილი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.

70 წლამდე კაცს ფეხი მოსტყდა, 22 წლის გოგოს კი ხერხემალი დაუზიანდა. იგი თბილისშია გადაყვანილი.

შემთხვევა ორ ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში მოხდა. ააიპ კულტურის და ხელოვნების ცენტრის დირექტორი ნუნუ ხოლუაშვილი კედლის ჩამონგრევის დეტალებს იხსენებს.

„კედლი, რომელიც ჩამოინგრა ადრე ფანჯარა იყო და ამოუშენებიათ. თანამშრომლებმა გადაწყვიტეს რომ ცეკვის ტანსაცმელი გაემზიურებინათ და კედელზე არსებულ კაუჭებზე თოკი გააბეს, შემდეგ თოკს დაეკიდნენ, იმის შესამოწმებლად გაუძლებდა თუ არა სიმძიმეს, სწორედ მაგიტომ გადმოინგრა“, – ამბობს ხოლუაშვილი.

კედლის ჩემონგრევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები ბორჯომის საავადმყოფოში შეიყვანეს. კლინიკის ხელმძღვანელის ირაკლი დიასამიძის თქმით, კაცს ოპერაცია ჩაუტარდა, ხოლო გოგონა კი შემდგომი კვლევებისთვის თბილისში გადაიყვანეს.

„კაცს ფეხი აქვს მოტეხილი და ჩავუტარეთ ოპერაცია, იგი კლინიკაში რჩება. რაც შეეხება გოგონას მას ხერხემლის დაზიანება ჰქონდა და თბილისში გადაიყვანეს, ნეირო ქირურგთან გადავამისამართეთ“, – ამბობს დიასამიძე.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ–ს 124 მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42