თბილისში დაკარგულ გოგონას, ნინო გვასალიას, ოჯახის წევრები ეძებენ
საზოგადოება - 10:47, 18 Oct, 2013     28961

გუშინ, ღამის ოთხ საათზე, სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" დედამ, ლალი ცინცაძემ გაავრცელა ინფორმაცია რომ მისი 22 წლის შვილი ნინო გვასალია დაიკარგა. როგორც ლალი ცინცაძე აღნიშნავს, მისი შვილი 17 ოქტომბერს, დღის პირველ საათზე სახლიდან გავიდა, თუმცა ამ დრომდე არ გამოჩენილა.

ცინცაძე დახმარებას ითხოვს: „მეგობრებო, ნაცნობებო, უცნობებო, მიშველეთ, დამეხმარეთ, გააზიარეთ, გაავრცელეთ, მაპოვნინეთ ჩემი შვილი!!!! გუშინ, 17 ოქტომბერს, დღის პირველ საათზე გავიდა სახლიდან მარტო და ამ დრომდე არ ვიცით სად არის, - ნინო გვასალია, 22 წლის... თუ სადმე შეხვდებით ან უკვე ნახეთ, გთხოვთ სასწრაფოდ დამირეკოთ 599858858 ან 577463634 ნინოს აცვია მუქი ლურჯი, ბაიკის კაპიუშონკა და ყავისფერი ჯინსის შარვალი, შავი ფეხსაცმელი.

აქვს მხრებამდე შეჭრილი მუქი ფერის თმა... წითელი ნაჭრის ცარიელი ზურგჩანთით.... პირველი საათის მერე არაფერი ვიცით, ტელეფონი არ წაუღია, საერთოდ არაფერი წაუღია, მხოლოდ რაც ზედ აცვია“, - წერს ლალი ცინცაძე "ფეისბუქზე".

როგორც "ნიუპოსტთან" საუბრისას ლალი ცინცაძემ აღნიშნა, ოჯახმა ღამით განაცხადა სამართალდამცავ ორგანოში მისი შვილის დაკარგვის შესახებ, თუმცა სამართალდამცავები ძებნის დასაწყებად სამუშაო დღის დაწყებას, 10:00 საათს ელოდნენ: „გუშინ დილის პირველ საათზე გავიდა, პრემიერის და ჟურნალისტების შეხვედრას ვუყურებდი, რომ ვკითხე სად მიდიხარ მეთქი, რეესტრშიო მიპასუხა, აღარ მიკითხავს რატომ მიდიოდა და გავაგრძელე ყურება.

სამი დღე ცუდ ხასიათზე იყო, გუშინ კი ადგა და ისე გავიდა არაფერი არ წაუღია. განვაცხადეთ, ოფიციალური ძებნა გამოვაცხადეთ, თუმცა ათ საათს ელოდებიან.

სამხატვრო აკადემიაში სწავლობს, მეოთხე კურსზეა, რეესტრში არაფერს მეუბნებიან, ოფიციალური ძებნა რომ გამოცხადდეს, დაკარგვიდან 12 სათი უნდა იყოს გასული, გავიდა უკვე 12 საათი“, - აღნიშნავს „ნიუპოსტთან“ საუბრისას ლალი ცინცაძე.

"ნიუპოსტთან" საუბრისას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაადასტურეს, რომ მსგავსი განცხადება უწყებაში შესულია. სამართალდამცავებს აღნიშნული ინფორმაცია გადაცემული აქვთ და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. 






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42