ბრიტანეთში 44 წლის ქალმა თავში ჩაქცევა მიიღო ორალური სექსის დროს ორგაზმის განცდისას. მას შემდეგ რაც იგი ცუდად გახდა, მისმა პარტნიორმა საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მის თავის ქალაში სისხლის გაჟონვა აღმოუჩინეს. ექიმების განცხადებით, პაციენტი შოკურ მდგომარეობას განიცდიდა და მოყვანიდან 3 წუთის განმავლობაში უგონოდ იყო,- ინფორმაციას ავრცელებს MIRROR-ი
ექიმების მიერ გაცხადებული ინფორმაციით, მათ თავიდან ეჭვი ჰქონდათ გულყრაზე, თუმცა თავის ქალის სკანირების შემდეგ აღმოაჩინეს ,რომ მართლაც მცირე სისხლჩაქცევები შეინიშნებოდა .
პაციენტი ორკვირიანი დაკვირვებებისა და მკურნალობის შემდეგ გაწერეს საავადმყოფოდან.
მედიცინის სწავლულების განცხადებით, სექსის დროს, წნევა, გულის პულსი იცვლება და ორგანიზმი ძალიან დაძაბულია, რაც განპირობებულია ორგაზმისა და მაღალი აღგზნებადობის გამო .


მასალის გამოყენების პირობები






