MIROR-ის ინფორმაციით, ფლორიდაში მთვრალი წყვილი პოლიციის მანქანის უკანა სავარძელზე სექსით დაკავდა, მას შემდეგ რაც ისინი დააკავეს. ახალგაზრდების დაკავების მიზეზი მათ მიერ ველოსიპედის გამორთული მაშუქებით ნასვამ მდგომარეობაში მართვა გახდა, რა დროსაც სახიფათო მანევრებს ასრულებდნენ და სამართალდამცველთა თქმით, შესაძლოა, ავტოსაგზაო შემთხვევა გამოეწვიათ.
როდესაც პოლიციელმა 31წლის აარონ ტომასი და 35წლის მეგან მონდერო დააკავა, მან შენიშნა, რომ მათ ჩასისხლიანებული თვალები ქონდათ, ამიტომაც ისინი პოლიციის მანქანის უკანა სავარძელში ჩასვა.
„სანამ მე გარეთ ვიყავი საპატრულო მანქანასთან, ვნახე რომ წყვილს ტანზე უკვე გახდილი ჰქონდა და სექსით იყვნენ დაკავებულები. როდესაც კარი გავაღე, აარონი შიშველი იყო და მეგანსაც შარვალი ჰქომნდა ჩახდილი“-განაცხადა სამართალდამცველმა.
როდესაც პოლიციელი შეეცადა აღგზნებული წყვილის შეჩერებას, თომასმა გაქცევა მოახერხა. ის მალევე დააკავეს ახლომდებარე სანაყინესთან. მამაკაცს დამატებით ქურდობის ბრალდებაც დაემატა, რადგან გაქცევის დროს მას პოლიციის ხელბორკილები თან ჰქონდა. ორივე დამნაშავეს მცირედი ხულიგნობის მუხლის ბრალი წაუყენეს.
ორივე მათგანი წარსულშიც იყვნენ ნასამართლევი- მამაკაცს ბრალად ედებოდა პოლიციის ოფიცერზე თავდასხმა, ხოლო ქალს კი ვადაზე ადრე საპყრობილის დატოვების პერიოდში ხელახალი დანაშაულის ჩადენა.


მასალის გამოყენების პირობები






