მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო განაგრძობს მიმდინარე წლის თებერვალში გაცხადებული პროექტების განხორციელებას და კლინიკის ბაზაზე არსებული რეანიმაციული განყოფილების სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს.
იაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე პაციენტების რეფერირება ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალში განხორციელდება, სადაც პაციენტებისთვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურული გარემო შეიქმნა. უახლესი აპარატურით აღიჭურვა სამედიცინო სივრცე, რომელიც სრულად აკმაყოფილებს პალიატიური მომსახურებისთვის საჭირო სერვისებს. ახლადგახსნილ განყოფილებას დაემატა ფსიქოლოგიური დახმარების სამსახური. მკურნალობის პროცესში დიდი მნიშვნელობა მიენიჭება მშობლებისა და პაციენტების ურთიერთობას სპეციალურად მათთვის შექმნილ ადაპტირებულ გარემოში.
ახალი პალიატიური განყოფილების პაციენტებს სამედიცინო სერვისს ამ დარგში გადამზადებული მედპერსონალი მიაწვდის.
იაშვილის კლინიკიდან რეფერირების პროცესი ყველა კლინიკური სტანდარტის დაცვით განხორციელდება.
მასალის გამოყენების პირობები