MIRROR-ის ინფორმაციით, მამაკაცმა აღმოაჩინა, რომ ორსული მეუღლე მისი ნახევარდა აღმოჩნდა. 24 წლის ინგლისელი მამაკაცის განცხადებით, წყვილი შოკირებულია იმ ფაქტით, რომ 8 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მათ შეიტყვეს რომ ერთმანეთისვის ნახევარ და-ძმა არიან.
ახალგაზრდებს მისწერეს ანონომური წერილი, სადაც არგუმენტირებულად ახსნილია, რომ მათ საერთო ბიოლოგიური მამა ჰყავთ. ამ ფაქტმა ისინი აღაშფოთა და ჩატარებული დნმ-ის ტესტის შემდეგ ეჭვები დადასტურდა.
წყვილი მიმართავს არასამთავრობო ორგანიზაციებს დახმარებაზე და რჩევებზე თუ რა უნდა მოიმოქმედონ.
„მე ვიცი რომ ინცესტი არის კანონსაწინაააღმდეგო , ჩვენ ავიღეთ დნმ-ის ტესტის ნიმუში, რათა განგვესაზღვრა მოსალოდნელი ჯანმრთელობის პრობლემები ჩვენი შვილისთვის. ჩვენ არ ვიცოდით აღნიშნული ფაქტის შესახებ , ვცხოვრობთ 8 წელია და გვიყვარს ერთმანეთი და არ მინდა რომ კანონის თანახმად ბავშვის უფლებების გამო ერთმანეთს დაგვაშორონ. რა უნდა მოვიმოქმედოთ- უარი ვთქვათ ჩვენს ბიოლოგიურ შვილზე იმიტომ, რომ ის უნებლიედ ინცესტის ნაყოფი გამოდის, ვიშვილოთ ბავშვი თუ რა უნდა გავაკეთოთ?“,- გამოაქვეყნა წერილი წყვილმა , სადაც ისინი კომპეტენტურ ორგანოებს სთხოვენ დახმარებას.
მასალის გამოყენების პირობები






