"ყველა ეპოქას თავისი ლამაზები ჰყავს... მომწონს როგორიც ვარ, მიყვარს ჩემი თავი" - არმინე არუთიანი
შოუ ბიზნესი - 01:14, 02 Oct, 2019     7858
23 წლის არმინე არუთინიანი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში თავის ცხოვრებაზე, ხელოვნების სიყვარულსა და "გუჩის" ჩვენებაზე საუბრობს.


მე ხელოვანების ოჯახში გავიზარდე, ბავშვობიდან ვიყავი გარშემორტყმული მხატვრებით და ჩემთვის შემოქმედებითი ატმოსფერო უცხო არ არის. ბაბუაჩემი, ხაჩატურ აზიზიანი და ბებიაჩემი, სვეტლანა სარგისიანი, ორივე მხატვარი იყო და ასწავლიდნენ კიდეც ხატვას.მეც სახვით ხელოვნებას ვსწავლობ პანოს ტერლემეზიანის სახელმწიფო კოლეჯში. მოდითაც იქ დავინტერესდი. ბევრი ფოტოგრაფი და დიზაინერი მეგობარი მყავს, მათ დავხმარებივარ გადაღებებში, მოდელის როლიც შემისრულებია.

არმინე არუთიანი იხსენებს, თუ როგორ მოხვდა "გუჩის" ჩვენებაზე. გოგონა აცხადებს, რომ ბერლინში, ქუჩაში ერთი გოგო მისი გარეგნობით დაინტერესდა, როგორც გაირკვა არმინესთან ფოტოს გადასაღებად მისული გოგო მოდის სკაუტი იყო.

მეგობრებთან ერთად ბერლინში ვიყავი, კორეული ბენდის კონცერტს დავესწარით და მეორე დღეს, საკმაოდ დაღლილები და გამოუძინებლები ქუჩაში ვსეირნობდით. ერთი გოგო მოვიდა ჩემთან, რომელმაც მკითხა, თუ შეიძლება ფოტო გადაგიღოთო.იმდენად მოულოდნელი იყო, ვკითხე,, რაში ჭირდებოდა ჩემი ფოტო. მოდის სკაუტი აღმოჩნდა, ახალ,განსხვავებულ სახეებს ეძებდა და ჩემმა გარეგნობამ დააინტერესა. დავთანხმდი, გადამიღო ფოტოები, გავცვალეთ კონტაქტები და მერე, როცა უკვე ერევანში ვიყავი, მომწერა, რომ “გუჩი” ჩემთან თანამშრომლობით დაინტერესდა და კასტინგში მონაწილეობის მიღება შემომთავაზა.

ყველა ეპოქას თავისი ლამაზები ჰყავს. ვფიქრობ რომ დღეს სილამაზის სტანდარტები ბევრად ველური და მკაცრია, ვიდრე ოდესმე. ყველა გოგონას ალბათ ერთხელ მაინც უფიქრია მიემართა პლასტიკური ქირურგიისთვის და შეეცვალა რაიმე საკუთარ გარეგნობაში. რაც დრო გადის, ვხვდები, რომ მომწონს როგორიც ვარ, მიყვარს ჩემი თავი და პლასტიკური ქირურგიისთვის რომ მიმემართა, ჩემი თავისადმი პატივისცემას დავკარგავდი

არმინე ამბობს, რომ ის არის სომეხი გოგო , რომელსაც უყვარს ის ქალაქი [ერევანი], რომელშიც ცხოვრობს. უყვარს მის გარშემო მცხოვრები ადამიანები და ხელოვნებაში ყოფნა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42