"ჩემი ოცნების ქალი ხარო, გაღმერთებო... შენი ქმარი ნაძირალაა" - ძალადობის მსხვერპლ დეა გოშხეთელიანს ქმრის ადვოკატი სიყვარულს უხსნის
სოც.მედია - 16:51, 01 Oct, 2019     2588

სოციალურ ქსელში დეა გოშხეთელიანი ყოფილი ქმრის ადვოკატზე წერს, რომელიც მას სიყვარულს უხსნის.

დეა გოშხეთელიანზე ქმარმა იძალადა, რომელიც ამჟმად სასჯელს ციხეში იხდის.

„მოკლედ, მეგობრებო, ასეთი ამბავია ჩემი ყოფილი ქმრის სასჯელაღსრულებიდან გამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე.

არ ვიცი, ეს სასაცილოც არის და სატირალიც მგონი, მოკლედ, დღეს შუადღეს მირეკავს ჩემი ყოფილი ქმრის ერთ-ერთი ადვოკატი, ირაკლი შენგელიამ. არ ვიცი, ჩემი ნომერი საიდან გაიგო , როგორც თვითონ მითხრა, “ერთმა კარგმა ადამიანმა მისცა”.

თავიდან მომატყუა ვინაობა და მეც აგრესიულად მივაწექი, ეგრე არ ეცნობიან-მეთქი და ქურდულს თუ აწვები, მოდი, სადაც გინდა, როცა გინდა და “ჩავიცუცქოთ” და “ვიბაზროთ” ერთი-მეთქი, არც ეგ მეშლება-თქო, თუ ერთი ადგილი გაქვს, ახლავე გიბარებ ,მოდი და პირადად გამესაუბრე, რისი თავი გაქვს “მერაბთქო” (ის სახელი რაც თვითონ მითხრა).

მერე დაიწყო, რაც დაიწყო, მეგობრებო, მოემზადეთ – ჩემი ოცნების ქალი ხარო, გაღმერთებო, ისეთი ლამაზი ხარო, შენი ქმარი ნაძირალაა, როგორ გაბედა შენი ცემაო, მერე ლექსი წამიკითხა, თან ვეღადავებოდი, თან ვეაგრესიულებოდი, რათა გამომეტეხა, ვინ იყო (პარალელურად ვარკვევდი).

მერე 13 ოქტომბერს ვიცი, რომ დაბადების დღე გაქვს და ჩამოვალო და გნახავო, მეთქი არ ჩამომსვლელის-თქო… მოკლედ, ამ ლაპარაკში ჩემით გავარკვიე, ვინც იყო და ვუთხარი, ესა და ეს ხარ ვიცი და რა გინდა ახლა, რატომ მირეკავ-თქო, დაიბნა უცებ, ჩაუვარდა ენა, მერე რა იყო, რა მოხდაო, – რა იყო და მე აგიკრძალე მგონი ჩემთან რაიმე სახის კონტაქტი არ იყო შენთვის გასაგები-მეთქი?

მერე ისევ დაიწყო გაღმერთებო, ჩემი ოცნების ქალი ხარო, ქალღმერთი ხარო, ვიცი მეთქი ეგ ყველაფერი, ქალღმერთიც რომ ვარ, ლამაზიც და ოცნებაც-თქო, რა გინდა, ჩაიჭერი კაცობაში ამ წუთას ჩემთან-თქო.

ხოდა, ახლა სადღეგრძელო უნდა მოგიძღვნაო, 13-ში ჩამოვალო და გათიშა.

მე კი ვხვდები, რომ აშკარად მენტალური პრობლემები აქვს ამ ადამიანს, იმასაც ვფიქრობ, ყველა ასეთი მე როგორ უბდა გადამეკიდოს, ცოტა მეცინება, ცოტა ვბრაზდები, მაგრამ ყველაზე მეტად ის მაინტერესებს, ახლა აი, ეს საქციელი რა კანონში, რა ეთიკაში, რა ნორმაში ჯდება საერთოდ და თუ ვინმემ იცით ამიხსენით , იქნებ მე ვერ ვიგებ )))

და კიდევ, ეს აშკარად მენტალური პრობლემების მქონე ადამიანი, მით უმეტეს ჩემი ყოფილი ქმრის ადვოკატი – რამდენად საფრთიხს შემცველია ჩემთვის ?????

გმადლობთ.

პს. შენ გამო ვენები გადავიჭერი, ეს თუ იცი შენო, ესეც მითხრა “ბლატავით” და სიამაყით და იმედი მაქვს, ამის წაკითხვის შემდეგ კვლავ არ გადაიჭრის" - წერს დეა გოშხეთელიანი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42