ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს პრეზიდენტი: „საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია არის მთავარი საერთაშორისო ფუნქცია, რომელიც ქვეყანას საშუალებას აძლევს ჩართული იყოს გლობალურ სავაჭრო და ეკონომიკურ პროცესებში"
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:45, 01 Oct, 2019     1437

„ფოთში ახალი ტერმინალის პროექტის არსი არის ის, რომ გაიზარდოს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი. ის ფაქტი, რომ მეტი წყალწყვის გემები შემოვლენ პორტში და პირდაპირი სატრანსპორტო კომუნიკაციის მეტი საშუალება გაჩნდება არა მარტო ევროპის ქვეყნებთან, არამედ ამერიკის კონტინენტთანაც, შესაძლებლობას იძლევა, რომ გემებმა იარონ პირდაპირ აშშ-ში და წაიღონ ის ტვირთები, რომელიც წარმოებულია ცენტრალურ აზიაში, კავკასიაში და სხვა ქვეყნებში. შესაბამისად, ეს საქართველოს სატრანზიტო - სავაჭრო ფუნქციის გაზრდის ერთ-ერთი დიდი სტიმულია" - ამის შესახებ ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს პრეზიდენტმა მამუკა წერეთელმა განაცხადა, რომელმაც დღეს მონაწილეობა მიიღო ფოთში, „პეის ტერმინალსის" ტერიტორიაზე აშშ-ის მთავრობის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია OPIC-ის დაფინანსებით ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.

მამუკა წერეთლის შეფასებით, საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია არის მთავარი საერთაშორისო ფუნქცია, რომელიც ქვეყანას აძლევს საშუალებას ჩართული იყოს გლობალურ სავაჭრო და ეკონომიკურ პროცესებში.

ფოთში ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის პროექტს „პეის ჯგუფი" განახორციელებს, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა. პროექტი აშშ-ის მთავრობის კერძო საინვესტიციო კორპორაციამ (OPIC) 50 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციით დააფინანსა. აღსანიშნავია, რომ თავისი სიდიდიდან და პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე, ეს არის OPIC - ის მიერ, საქართველოსა და მთელს კავკასიის რეგიონში საინვესტიციო პროექტებზე განხორციელებული ყველაზე დიდი დაფინანსება.

ახალი პროექტი 500 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს. საპორტო ინფრასტრუქტურა განთავსდება 25 ჰა მიწის ფართობზე, მშენებლობის ფარგლებში აკვატორიის დაღრმავების შდეგად შესაძლებელი იქნება 60 ათას ტონამდე წყალწყვის გემების მიღება. აღნიშნული ტვირთბრუნვის 5 მილიონ ტონამდე გაზრდის შესაძლებლობას მისცემს. პროექტის ღირებულებაა 120 მლნ. აშშ დოლარი. მისი პირველი ფაზის ღირებულება 93 მლნ დოლარს შეადგენს, საიდანაც 50 მლნ აშშ დოლარი OPIC - ის ინვესტიციაა.

„პეის ტერმინალსის" ტერიტორიაზე ტერმინალის მშენებლობის ადგილას სიმბოლური კაფსულის ჩადების საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და უცხოელი სტუმრები ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42