ციხიდან გამოსულმა ბრალდებულმა მოსამართლე ალანია საკუთარ კაბინეტში მოკლა - ტრაგედია, რომელმაც საქართველო შეძრა
სოც.მედია - 16:37, 01 Oct, 2019     99526
იუსტიციის საბჭოს წევრი სერგო მეთოფიშვილი სოციალურ ქსელში ლევან გოგიჩაიშვილს პასუხობს, რომელიც ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ ადეიშვილის ყველა ყოფილი მოსამართლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება უნდა გაუჭირდეს.

„მეგობრებო, ვფიქრობ, რომ ქ-ნი თამარ ალანია არ გამინაწყენდაბა იმისათვის, რასაც ეხლა მოგიყვებით, ვინაიდან მას არ უყვარს ამ ამბის გახსენება და ეს ბუნებრივიც არის, თუმცა ვფიქრობ საზოგადოებისათვის საინტერესო იქნება.

ქ-ნი თამარ ალანიას ოჯახში პროფესიულ ტრადიციას მამის მამამ ჩაუყარა, ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო. ბაბუის არჩევანი მამამაც გაიზიარა. მამა 1989 წელს ტრაგიკულად დაიღუპა...

ციხიდან გამოსულმა ყოფილმა ბრალდებულმა (მხარემ) თავისივე სამუშაო ოთახში სასტიკად გაუსწორდა, კერძოდ, მიუვარდა და ვერაგულად მოკლა მოქმედი მოსამართლე (ქ-ნი თამარ ალანიას მამა) და კიდევ ერთი ყოფილი მოსამართლე...

მკვლელობა იმდენად საზარელი იყო, რომ მკვლელს საქართველოში არც ერთი ადვოკატი დამცველად არ დაუდგა და ადვოკატი მხოლოდ რუსეთში, ისიც სახაზინო წესით მოიძებნა.

აი, ასე სასტიკად უსწორდებოდნენ იმ დროს ყოფილი ბრალდებულები მოსამართლეებს...

მე მახსოვს ის დრო...

შემდეგ იყო ქვეყანაში არეულობა...შემდეგ ქვეყანა ნელ-ნელა დალაგდა...

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ის დრო აღარ დაბრუნდება! ჩვენი საზოგადოება ამას აღარ დაუშვებს!

ყოფილი ბრალდებულები დღეს ვეღარ კლავენ მოსამართლეებს, თუმცა როგორც ჩანს ზოგიერთს, მოსამართლეების ტანჯვის სურვილი აქვს და ამისგან ძალიან დიდ სიამოვნებასაც ღებულობს..., მაგალითად პატივცემული დეპუტატი ბატონი ლევან გოგიჩაიშვილი.

სამარცხვინო და ვფიქრობ ამავდროულად ეს ძალიან საშიში ფაქტია, თუ რეაგირების გარეშე დარჩა.

P.შ. როგორი პოლიტიკოსია ბ-ნი ლევან გოგიჩაიშვილი მე კარგად ვიცი, მაგრამ სამწუხაროა, როდესაც ქვეყანაში ციხიდან გამოდის ადამიანი, რომელსაც, როგორც თავად აცხადებს დაჭრილი დაზარალებული “ჯიბეში ჩაუდეს” რათა გაესამართლებინათ, შემდეგ ეს ყოფილი ბრალდებული დეპუტატის მანტიას მოისხავს და დაიწყებს მოსამართლეების ტანჯვას, თანაც ამისაგან დიდ სიამოვნებას მიიღებს...

ისე კი რიტორიკულ კითხვას დავსვავ: მაინტერესებს იმ ძველ, ბნელ და არეულ დროს რომ ყოფილიყო რას უზამდა მოსამართლეს ყოფილი ბრალდებული, “პოლიტპატიმარი”, პატივცემული დეპუტატი ბატონი ლევან გოგიჩაიშვილი? ისევე მხოლოდ დატანჯავდა თუ ...???“ - წერს მეთოფიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42