20 ივნისის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელის გათავისუფლებაზე სასამართლო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
სამართალი - 12:25, 30 Sep, 2019     1073
20 ივნისის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელი, ლევან იმერლიშვილი, გირაოს სანაცვლოდ, დარბაზიდან გაათავისუფლეს. როგორც "ნიუპოსტისთვის" თბილისის საქალაქო სასამართლოდან მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, ლევან იმერლიშვილს სასამართლომ 10 ათასი ლარის ოდენობით გირაო დააკისრა.

"2019 წლის 27 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ არსებითად განხილვის სხდომაზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალდებულ ლ.ი. -ს მიმართ, ნაწილობრივ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე და დაცვის მხარის მიერ მოთხოვნილი გირაოს 5 000 ( ხუთი ათასი) ლარის ნაცვლად, ბრალდებულ ლ.ი.-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეიცვალა - გირაოთი 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.

სასამართლოდან აცნობეს, ლ.ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან, მასვე საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქის პასპორტი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ID ბარათი).

ლ.ი.-ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით (საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი).

საქმის მასალების თანახმად, 2019 წლის 21 ივნისის გამთენიისას, ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, საზოგადოებრივი წესრიგის აღსადგენად მიმართული ღონისძიების განხორციელებისას, ბრალდებულმა ადმინისტრაციული წესით დაკავებულ მოქალაქეს ორჯერ სახესა და თავში ჩაარტყა, როდესაც არ არსებობდა ფიზიკური ძალის გამოყენების წინაპირობა და აუცილებლობა.

სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების შეცვლას საფუძვლად დაედო ორი ახალი გარემოება, კერძოდ: ბრალდებულის მიერ ღია სასამართლო სხდომაზე წარდგენილი ბრალდების სრულად აღიარება და ბრალდებულის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. სასამართლომ ბრალდების სრულად აღიარების პირობებში, მიიჩნია, რომ აღარ არსებობდა ბრალდებულის მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხე, როგორც ეს პატიმრობის საწყის ეტაპზე იყო, როდესაც ლ.ი. თავს არ ცნობდა დამნაშავედ. ამასთან, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ლ.ი.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობაც, კერძოდ, კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტის დასკვნის თანახმად, ლ. ი. ქრონიკული და პროგნოზულად მძიმე ავადმყოფია, ესაჭიროება სპეციალიზირებული კარდიოლოგიური კლინიკის პირობებში გაღრმავებული გამოკვლევები, კვალიფიციური მულტიპროფილური საექიმო მეთვალყურეობა და ადეკვატური მკურნალობა, იზოლაციაში (პენიტენციურ დაწესებულებაში) ყოფნა კი ნეგატიურად იმოქმედებს ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. განგრძობად პატიმრობაში დარჩენის მიზანშეწონილობის საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლომ შეაფასა სს საქმის მახასიათებელი გარემოებები და მტკიცებულებათა განადგურებისა და მიმალვის შემცირებული საფრთხისა და ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ აღარ არსებობს რელევანტური და საკმარისი გარემოებები პირის პატიმრობაში ყოფნის გასამართლებლად და ლ. ი.-ის მიმართ ყველაზე მკაცრი ა/ღონისძიების პატიმრობის გაგრძელება აღარ შეესაბამება ევროკონვენციის მიზნებს.

სს საქმეზე მომდევნო სხდომა 2019 წლის 17ოქტომბერს 17:00 საათზე გაიმართება"- ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42