„SPACE X“-ის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა ახალი კოსმოსური ხომალდი წარადგინა. ხომალდი მარსსა და მთვარეზე მოგზაურობისთვისაა განკუთვნილი. ხომალდით მგზავრობა ასტრონავტებს შეეძლებათ.
პრეზენტაცია ტეხასის შტატში მდებარე კოსმოდრომზე გაიმართა. ახალი კოსმოსური ხომალდი მრავალჯერადი გამოყენებისაა და მას მზის სისტემის ნებისმიერ წერტილამდე შეეძლება მისვლა. ერთი მოგზაურობის დროს ხომალდის ბორტზე 100 ადამიანი დაეტევა. ამასთან, მას შეეძლება მძიმე ტვირთის გადატანაც.
მასკი აცხადებს, რომ შესაბამისად ადამიანებს შეეძლებთ მთვარესა და მარსზე ქალაქებიც ააშენონ.
შეგახსენებთ, ილონ მასკის მთავარი მიზანი მარსის კოლონიზაციაა აპირებს. მისი გეგმით, წითელ პლანეტაზე დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანი უნდა ჩავიდეს. ის აცხადებს, რომ ადამიანები მარსზე ჩასვლას უკვე 2025 წელს შეძლებენ, თუმცა, ამ გეგმის განხორციელებას NASA 2030 წლისთვის აპირებს.
მასალის გამოყენების პირობები






