სომხეთის ეკლესიაში დიდი დაპირისპირებაა. ბერი მამა კორიუნი (არაქელიანი) ღიად დაუპირისპირდა ეკელსიის მეთაურს კათალიკოს გარეგინ მეორეს და მისი გადაყენების მოძრაობას ჩაუდგა სათავეში, სახელწოდებით "ახალი სომხეთი - ახალი პატრიარქი" . მოძრაობის წევრები გარეგინს მეორეს წმინდა საეკლესიო კანონების დარღვევაში, ეტრესში, უქორწინობის აღთქმის დარღვევასა და მომხვეჭელობაში ადანაშაულებენ.
საზოგადოებაში ამ ფაქტის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. ზოგი მიიჩნევს, რომ მამა კორიუნი ეკლესიის განწმენდისა და განახლების შანსია, ხოლო მეორენი მას ანტიკანონიკურ მოქმედებაშ ადანაშაულებს.
ბერმა კირიონმა მონასტერში ბოლო 15 წელი გაატარა, თუმცა, მას შემ,დეგ, რაც სომხეთის ეკლესიის მეტაურს ღიად დაუპირისპირდა, მისი ცხოვრება ტრილერად იქცა - ბერს წოდება აჰყარეს, იგი კონსპირაციულ ბინაში ცხოვრობს, დაშიფრული მესენჯერებით სარგებლობს, ფეისბუქით ქადაგებს...მამა კორიუნი პირველი არ არის ვინც სომხეთის საპატრიარქოს წინააღმდეგ გამოდის. თუმცა, იგი ყველაზე რადიკალურია და მან მოახერხა ორგანიზაციის ჩამოყალიბება და მხარდამჭერების შეკრება.
"მისი ფასი კაპიკია, ის არარაობაა, ამყაროს ხარისხი, მიმიფურთხებია მისთვის," - აცხადებს მეამბოხე ბერი.
პირველი ქადაგება, სადაც ბერმა კორიუნმა კათალიკოს გარეგინ მეორის გადადგომა მოითხოვა, 2018 წლის მაისში ჩატარდა. იმ დეროს ის წმინდა გაიანეს მონასტრის წინამძღვარი იყო, რომელიც ერთერთი უძველესია სომხეთში. ამ დროიდან მის წინააღმდეგ უპრეცედენტო დევნა დაიწყო.
20 წლიანი მმართველობის განმავლობაში გარეგინ მეორემ თავისი ხელში უდიდესი ძალაუფლებისა და რესურსების მობილიზება შესძლო. მიუხედავად იმისა, რომ სომხური ეკლესიის სხვა ორი პარტიარქი - იერუსალიმელი და კონსტანტინეპოლელი, მას არაერთხელ ამხელდნენ ავტორიტარიზმშ, ერესსა და სიმდიდრისმოყვარეობაში, მან ყველა შეტევის მოგერიება შესძლო. მან უკმაყოფილოები განკვეთა და საუკუნოვანი ტრადიციაც კი დაარღვია - დღეს მსოფლიოს ყველა კუთხეში, ჩვეულებრივი მღვდლებიც კი მხოლოდ გარეგინის თანხმობით ინიშნებიან.
საინტერესოა, რომ გარეგინს დადებითად აფასებს აღმოსავლეთის ქრისტიანების ისტორიკოსი, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მსახური მამა იოანე (გუაიტა). მან გარეგინის 20-წლიანი მმართველობა დადებითად წარმოაჩინა, განსაკუთრებით ეკლესიის სტრუქტურულ გარდაქმნების კუთხით.
სხვანაირი შეხედულება აქვს გარეგინ მეორეზე რუსეთში მცხოვრებ სომეხ ქრისტიანებს.
ციმბირში, ურალში და ვოლგისპირეთში არსებული სომხური საზოგადოებრივი ორგანიზაციები სომხური ეკლესიის რუსეთის ეპარქიას რეიდერულ მიტაცებებში, სიხარბეში, ავტორიტარიზმში და დიასპორების შიგნით უთანხმოების გაღვივების მცდელობაში ადანაშაულებენ. მათ უკვე მიმართეს ბერ კორიუნს მხარდაჭერისთვის
მეამბოხე ბერი არ ჩერდება, ის მიტინგებს, მსვლელობებს ხელმძღვანელობს, რომელთავ თან საეკლესიო გალობა ახლავს. საეკლესიო მიტინგებიც არაერთგვაროვან რეაქციას იწვევს მოსახლეობაში. აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელებს, თუმცა, თავად მიაჩნია, რომ სმარტფონში ძრომიალი მღვდლის საქმე არაა, მაგრამ აქვე თავს იმართლებს, რომ მას სხვა გზა არ აქვს თანამოაზრეებთან კონტაქტის დამყარების. აქაც ფრთხილობს და საქმიან მიმოწერისთვის მესენჯერ Signal-ს იყენებს. პარალელურად ფეისბუქის გვერდზე გარეგინის მამხილებელ მასალებს დებს."ვერც კი წარმომედგინა, რომ ქუჩაში მიტინგებს გავმართავდი, ყველაფერს წარმოვიდგენდი და ამას არა," - აცხადებს ბერი.
იგი თვლის რომ ეკლესიის წიაღშიც ბევრი მომხრე ჰყავს - ეპისკოპოსებშიც და დაბალი რანგის სასულიერო პირებშიც. თუმცა, ეპისკოპოსებს ეშინიათ, რომ საპასუხოდ გარეგინი მათ პირად ცოდვებსაც გაასაჯაროებს, ხოლო დაბალი რაგნის მღვდლებს - სტაბილური შემოსავლის დაკარგვის.
კორიუნს ბერული წესით მღვდელთმსახურება არ შეუწყვეტია, ხოლო დასვენების დღეებში თავის მრევლს მიტოვებულ ეკლესიაში უტარებს წირვა-ლოცვებს. ერთი კვირის წინ მან არქიმანდრიტის წოდებაც კი მიიღო, ასვე დევნმილი ეპისკოპოსი ტირანისგან (კიურეგიანი). თაბის დროზე ტირანის განკვეთეს ეკლესიდან, რადგან სომხეთის ეკლესიის რუსეთის ეპარქიის საეპისკოპოსო ტახტი ზემოთ ხსენებულ ერაზმს - გარეგინ მეორის ღვიძლ ძმას არ დაუთმო. თავად ტირანი ამ ფაქტს სიცილით იხსენებს: "ტელეფონით საუბრისას მითხრა. მეგონა ტელეფონით პიცის შეკვეთა შეიძლებოდა და არა საეკლესიო წოდების მოხსნა".
ფარული ლიტურგია მონასტრებშ და ახალი სასულიერო პირების ხელდასხმა, რომელსაც ოფიციალური იერარქების აკრძალვის მიუხედავად, განკვცეთილები ასრულებან - სომხური ეკლესიის კრიზისი აშკარად სახეზეა.
მეამბოხე ბერს თავიდან სომხეთის ახალი ხელისუფლების იმედი ჰქონდა - ფაშინიანი, ჟურნალისტური მოღვაწეობის დროს გარეგინ მეორეს არაერთხელ აკრიტიკებდა, თუმცა, ამჟამად მათი ურთიერთობა თითქოს მოგვარდა. პრემიერ-მინისტრი ხშირად ჩნდება გარეგინ მეორესთან ერთად ოფიციალურ ღონისძიებებზე ჩნდება, ხოლო გარეგინმა 100 ათასი დოლარი გადარიცხა ფაშინიანის ცოლის საქველმოქმედო ფონდში. ზოგადად, სომხეთში მიაჩნიათ, რომ საზოგადოების ყურადღება ახლა საერო რეფორმებისკენ არის მიპყრობილი და საეკლესიო რეფორმას ნაკლები ყურადღება ეთმობა.
ამასთან, საზოგადოებისთვის კორიუნნის ყველა შეხედულება ბოლომდე მისაღები არაა.
გარეგინ მეორემ ერთგვარი კურსი აიღო სომხური ეკლესიის მართლმადიდებელ და კათოლიკურ ეკლესიასთან დაახლოების კუთხით, რაც მეამბოხე ბერის აღშფოთებას იწვევს.
იგი თავიდან ნათლავს იმ სომხებს, რომლებიც მართლმადიდებელ ან კათოლიკურ ეკლესიაში მოინათლენ და მათ ახალ სახელებს არქმევს.არადა მთელს მსოფლიოში გაბნეული სომხური დიასპორა ხშირად ესწრება კათოლიკურ მესას ან მარლმადიდებელ წირვას და ეს ცოდვად არ მიაჩნია.
ერთი, რაშიც გაერეგინი და კორიუნი ერთმანეთშ ეტანხმებიან, ეს არის ოჯახური ძალადობის საკითხები. ორივე უარყოფს სომხურ ოჯახებში ძალადობის ფაქტებს და არ თვლის, რომ ამ კუთხით კანონმდებლობა უნდა გამკაცრდეს.
"ადამიდან და ევადან... ნუ ადამიდან და ევადან თუ არა ქრისტესშობიდან 2000 წლის მანძილზე ასე იყო - მამაკაცი ოჯახის თავია და მან ცოლი და შვილები უნდა აღზარდოს, ამის უფლებას ბიბლია იძლევა," - აცხადებს კორიუნი.
ზოგადად იგი ეკლესიაში ადრეული ქრისტიანობის კანონების აღდგენის მომხრეა. მათ შორის მრევლის პირად ცხოვრებაში.
ამჟამინდელი საეკლესიო იერარქების ერთერთ ცოდვად ის იმ ფაქტსაც ასახელებს, რომ დასავლეთ ევროპის სომხური ეკლესიის ერთერთ ტაძარში ლგბტ ბიჭი გალობს. კორიუნი ხელისუფლების მიერ ე.წ. "გეი-პროპაგანდის" აკრძალვის კანონის მიღებასაც ითხოვს, ისეთს, როგორიც რუსეთში მოქმედებს და ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ გამოდის.
მეამბოხე ბერს ჯორჯ სოროსიც არ უყვარს, რომელიც სომხეთში ადამიანის უფლებების დამცველი და არასამთავრობო ორგანიოზაციების დასპონსორებით არის დაკავებული.
ბევრ საეკლესიო თუ საერო პირს მიაჩნია, რომ კორიუნი კარგი კათოლიკოსი იქნება, თუმცა თავად კორიუნს ძალაუფლება არ აინტერესებს.
"მტკივა, რომ ახლა ჩემს მონასტერში არ ვარ, გარეგინის გადადგომის შემთხვევაში კათოლიკოსობა არ მსურს, თუ საჭირო იქნება, სანამ ახალ კათოლიკოსს ავირჩევთ, ტახტის მოსაყდრე ვიქნები და შემდეგ ჩემს მონასტერში დავბრუნდები," - აცხადებს იგი.
გარეგინ მეორის წინააღმდეგ ბრძოლა უახლოეს მომავალში ახალ საფეხურზე ავა - მეამბოხეთა საძმო კოტიუნის ეპისკოპოსად კურთხევას აპირებს, რომელიც რუსეთის სათვისტომოებში თავის მღვდლებს დააგზავნის. ეს კი უკვე ფაქტიურად პარალელური სტრუქტურების შექმნაა. იგი თვლის რომ პარალელური იერარქია მომავალში აუცილებლად დასჭირდებათ, თუნდაც მათი პროტესტი ათწლეულებით გაიჭიმოს.
"შემდეგ არჩევნებზე ღირსეული ეკლესიის მეთაური უნდა ავირჩიოთ, ის მიიღებს ყველა განკვეთილს და ეკლესიის ერთიანობაც აღდგება," - ამბობს ბერი.
იგი იმედიანად და ენერგიულად არის განწყობილი. შეგახსენებთ, რომ მამა კორიუნი მხოლოდ 46 წლისაა.
მასალის გამოყენების პირობები