დიდ ბრიტანეთში გაჩაღდა კამპანია სტრიპტიზ-კლუბების წინააღმდეგ, რისი ინიციატორებიც ადგილობრივი ფემინისტები არიან. მათ რამდენიმე კლუბისთვის ლიცენზიის გაუქმების შესახებ სხვადასხვა ქალაქის მმართველობით ორგანოებში სარჩელიც შეიტანეს, თუმცა უშედეგოდ.
რამდენიმე დღის წინ ასეთი სარჩელის დაკმაყიფილებაზე უარი ქალაქ შეფილდის საბჭომ განაცხადა და დაადგინა, რომ არსებულ კლუბს Spearmint Rhino-ს შეუძლია მუშაობა გააგრძელოს. ამის გასაპროტესტებლად ფემინისტები ქუჩაშიც გამოვიდნენ. ანალოგიური პროცესებია ბრისტოლში, მანჩესტერში და სხვაგან.
დიდ ბრიტანეტში სტრიპტიზ-კლუბების წინააღმდეგ მოძრაობის მთავარი ინიციატორი "ქალთა თანასწორუფლებიანობის პარტიაა" მისი ლიდერები აცხადებენ, რომ სტრიპიზი ქალს სექუსალურ ობიექტად აქცევს, ამცირებს და ექსპლუატაციას უწევს მას.
ფემინისტებმა რამდენიმე ფარული ინტერვიუც ჩაწერეს მოცეკვავეებთან, რომლებიც კლიენტების მხრიდან სექსუალურ შევიწროებაზე და სიტყვიერ შეურაცხოფაზე საუბრობენ.
საპასუხო აქცია ლოზუნგით - "ჩემი სხეული ჩემი საქმეა", სტრიპტიზის მოცეკვავებმაც გამართეს. მათ მიაჩნიათ, რომ ისინიც ფემინისტები არიან, რადგან იბრძვიან, რომ მათ პროფესიას არსებული იარლიყები და შტამპები მოსცილდეს.
"ნამდვილი ფემინიზმი ის არის, როდესაც ქალები ერთმანეთს გვერდში უდგანან, ცვლიან მოძველებულ და პატრიარქალურ წესებსა და წარმოდგენებს, მათ შორის ჩვენს ინდუსტრიაში. მთავარი სირთულე ის არის რომ ამ პროფესიის მიმართ ასეთი დამოკიდებულება ართულებს ჩვენს ბრძოლას უფლებებისთვის," - აცხადებენ სტრიპტიზ-აქტივისტები.
მათი აზრით, სტრიპტიზი ერთგვარი ხელოვნებაა და თანდათან მას სცილდება "უხამსობის", "სირცხვილისა" და გარყვნილების იარლიყები. ამ სფეროს არა გაუქმება, არამედ სრულყოფა და დაცვა სჭირდება. აღსანიშნავია, რომ ბევრ ადგილას უკვე ჩამოყალიბდა პროფკავშირი, რომელიც მათ კლუბის მეპატრონეებისგან მომდინარე დამცირებისგან და ექსპლუატაციისგან იცავს, არსებობს გარკვეული უსაფრთხოების ელემენტებიც აბეზარი კლიენტებისგან თავდასაცავად. თანდათან იცვლება კლიენტების დამოკიდებულებაც, თუმცა, არიან გამონაკლისებიც.
მასალის გამოყენების პირობები






