დედამიწიდან 30 სინათლის წლის მანძილზე ასტრონომებმა აღმოაჩინეს პლანეტა-გიგანტი, GJ 3512b, რომელიც კარდინალურად არღვევს თანამედროვე მეცნიერების წარმოდგენებს პლანეტების წარმოშობის შესახებ. საქმე იმაშია, რომ ეს გიგანტური პლანეტა მცირე ზომის "წითელი ჯუჯა" ვარსკვლავის გარშემო მოძრაობს, რაც მეცნიერების გაკვირვებას იწვევს. ადრე მიიჩნეოდა, რომ წითელი ჯუჯების გარშემო მხოლოდ მცირე ზომის პლანეტებმა უნდა იმოძრაონ.
შედარებისთვის მზის სისტემის ყველაზე დიდი ზომის პლანეტა იუპიტერის მასა მზის მასაზე 1050-ჯერ ნაკლებია, ხოლო პლანეტა GJ 3512b, თავის ვარსკვლავს, GJ 3512-ს, მასით სულ 270-ჯერ ჩამორჩება. ხოლო წითელი ჯუჯების მასა მზის მასაზე საშუალოდ 3-ჯერ და მეტჯერ ნაკლებია."ასეთი პლანეტა საერთოდ არ უნდა არსებობდეს - წითელი ჯუჯების გარშემო მხოლოდ მცირე ზომის პლანეტები უნდა მოძრაობდნენ. მათი ზომა დედამიწის ზომას არ უნდა აღემატებოდეს.
ჩვენი წარმოდგენით, გიგანტური პლანეტები ფორმირდება როგორც ბირთვი, რომელიც ახალგაზრდა ვარსკვლავის გარშემო მოძრაობს და სწრაფად იკრავს გაზის ნაწილაკეს, რის შედეგადაც მისი ზომები იზრდება. აღმოჩენილი პლანეტა იუპიტერს ზომით მხოლოდ ორჯერ ჩამორჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი სამჰერ აღემატება ზომით იმ პლანეტებს, რომლებიც, როგორც წესი ჯუჯა ვარსკვლავების ირგვლივ მოძრაობენ.ჯუჯების ირგვლივ არსებული გაზის დისკოში არ არის იმდენი "მასალა", რომ ამ ზომის პლანეტა ჩამოყალობდეს. ჩვენ მიგვაშნია, რომ დიდი ალბათობით პლანეტა მოულოდნელად წარმოიქმნა, ვარსკვლავის დისკოს ნაწილის დაშლის შედეგად," - აცხადებენ პლანეტის აღმომჩენი ასტრონომების ჯგუფი, რომელშიც სხვადასხვა ეროვნების მეცნიერი შედის.
მეცნიერთა აზრით, ამგვარი აღმოჩენა დამაფიქრებელია და ასტრონომებს საკუთარი მოდელების გადამოწმება მოუწევთ.
წითელი ჯუჯები ვარსკვლავთა ყველაზე გავრცელებული ტიპია „ირმის ნახტომში“ (ჩვენი გალაქტიკა), მაგრამ დაბალი სიკაშკაშის გამო ინდივიდუალური წითელი ჯუჯების შესწავლა ურთულესია. დედამიწიდან არც ერთი ასეთი ვარსკვლავი არ ჩანს შეუიარაღებელი თვალით.
მასალის გამოყენების პირობები






