ვარკეთილში 16 წლის ბიჭის დაღუპვის საქმეზე 6 პირი დააკავეს
სამართალი - 20:35, 27 Sep, 2019     3966

ვარკეთილში იმ უბანში, სადაც მე-11 კლასელი საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან გადმოხტა, რამდენიმე დაკავების ოპერაცია ჩატარდა.

საქმის ახალ დეტალებზე შინაგან საქმეთა სამინისტროში კურიერის ყველა კითხვა უპასუხოდ დატოვეს. უწყებამ მხოლოდ ის დაადასტურა, რომ მომხდარზე საქმე 115-ე მუხლითაა აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულსხმობს, ხოლო 6 პირი 178-ე, ძარცვის მუხლით დააკავეს. იმის გამო რომ დანაშაულში არასრულწლოვნებიც არიან, საქმის განხილვები სასამართლოში სავარაუდოდ დახურული იქნება.

ერთ-ერთი დაკავებულის ბებია ჰყვება,რომ გარდაცვლილს ნაცნობებმა ტელეფონი წაართვეს და დაალომბარდეს. სკოლის მოსწავლეს უთხრეს, რომ მომხდარის შესახებ არსად არაფერი ეთქვა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ, ბრალდებულების ახლობლებს უჭირთ გამოძიების ოფიციალური ვერსიის დაჯერება, რომ თვითმკვლელობის მიზეზი შეიძლებოდა მხოლოდ მობილური ტელეფონის წართმევა ყოფილიყო.

საქმის მასალებით დგინდება, რომ დაკავებულების გარდა კიდევ ერთი პირიც ფიგურირებს- ტაქსის მძღოლი დავით დავითაშვილი. სწორედ ეს არის პიროვნება, რომლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობითაც გარდაცვლილის მობილური ტელეფონი დალომბარდდა. საქმე მოცულობითია და მტკიცებულებებს ადვოკატები ახლაც ეცნობიან

16 წლის მოზარდის ცხედარი 9 სართულიანი კორპუსის ეზოში 3 დღის წინ ნახეს. ახლობლები თვითმკვლელობის საეჭვო გარემოებებზე თავიდანვე საუბრობდნენ, თუმცა ამ დრომდე მომხდარის დეტალები უცნობი იყო. მოზარდს ხვალ დაკრძალავენ.

წყარო: რუსთავი 2.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42