წინასაარჩევნო პერიოდში „რუსთავი 2“-ის მუშაობის შესახებ ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, არხის ხელმძღვანელებმა და თოქშოუების წამყვანებმა გააცნეს.
შეხვედრაზე „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო პოლიტიკასთან ერთად საუბარი იყო სარეკლამო ბაზარზე შექმნილ მდგომარეობაზეც. საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ საპრეზიდენტო არჩევნების დღეს ეგზიტპოლებს ჩაატარებს.
„მთავარი, რაც ჩვენ განვიხილეთ, ეს არის თუ როგორ ვფარავთ საარჩევნო თემებს და როგორ ვაშუქებთ, სამი ფორმატის მეშვეობით, ეს არის „კურიერი“ და „პოსტკრიპტუმი“ პირველ რიგში, როგორც ჩვენი არხის საინფორმაციო ხერხემალი და ასევე ორი თოქ-შოუს ფორმატი, ეს არის ნინო შუბლაძის „პოზიცია“ და გიორგი გაბუნიას „არჩევანი“. ვისაუბრეთ სარეკლამო დროზეც, ფასიანზეც და უფასოზეც და ვისაუბრეთ საარჩევნო დღის გეგმებზე და დღეს განვაცხადეთ პირველად, რომ „რუსთავი 2“ ეგზიტპოლების ჩატარებას გეგმავს“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მასალის გამოყენების პირობები






