10 ოქროს წესი უსაფრთხო ონლაინ გადახდისთვის
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:09, 27 Sep, 2019     1467

თუ თქვენ ერთხელ მაინც შეგიყვანიათ რომელიმე ვებ-გვერდზე თქვენი საბანკო ბარათის მონაცემები და გადაგიხდიათ ონლაინ, მაშინ აუცილებლად დაგაინტერესებთ ეს სტატია. ონლაინ შოპინგი, გადასახადების გადახდა, საჭმლის გამოძახება, ტაქსის შეკვეთა - ეს იმ მომსახურებების, მცირე ჩამონათვალია, რასაც ყოველდღიურად ინტერნეტის დახმარებით მილიონობით ადამიანი იღებს.

სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ერთი კლიკით, ინტერნეტის საშუალებით გადასახადების გადახდა. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ონლაინ გადახდებს თავისი წესები აქვს! ეს ინფორმაცია აუცილებლად უნდა იცოდეთ, მივყვეთ და განვიხილოთ უსაფრთო ონლაინ გადახდების 10 ოქროს წესი:

1. SSL სერთიფიკატი - მნიშვნელოვანი დეტალი საიტის სანდოობის ამოსაცნობად SSL სერთიფიკატია. მარტივად რომ ვთქვათ, საიტის მისამართის ველში ბოქლომის სიმბოლო უნდა იყოს გამოსახული და მისი მისამართი უნდა იწყებოდეს https-ით. S სიმბოლო მონაცემების დაცულ, დაშიფრულ პროტოკოლს გულისხმობს და საშუალებას გვაძლევს მონაცემების გადაგზავნისას შევინარჩუნოთ მისი კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება.

2. გადახდის დაცული სისტემა - ეს ნიშნავს, რომ სხვადასხვა საიტზე თანხის გადახდისას, უშუალოს გადახდის პროცესში აუცილებლად შევამოწმოთ იყენებს თუ არა საიტი Visa ან Mastercard-ის დაცული გადახდის სისტემას. გარდა ამისა თანხის გადასახდელად შეგვიძლია გამოვიყენოთ ისეთი პოპულარული და სანდო ელექტრონული საფულე, როგორიცაა PayPal.

3. საიტის სანდოობის შეფასება - ასევე, უნდა გავითვალისწონოთ არის თუ არა პირველივე გვერდზე განთავსებული ინფორმაცია მათი უსაფრთხოების პოლიტიკისა და კონფიდენციალობის შეთანხმების შესახებ.

4. ოფიციალური აპლიკაციები - მობილური ტელეფონით შოპინგისას სასურველია გამოვიყენოთ ონლაინ მაღაზიის ოფიციალური აპლიკაცია. ასევე ყოველთვის შევამოწმოთ რა ინფორმაციას აგროვებენ სხვადასხვა აპლიკაციები მათი გამოყენებისას თუ „ბექგრაუნდში“ მუშაობისას.

5. პერსონალური ინფორმაციის დაცვა - ონლაინ მაღაზიასა თუ ზოგადად ინტერნეტ სივრცეში ყოფნისას გავაკონტროლოთ თუ რა სახის პირად ინფორმაციას გავცემთ.

6. დაცული ქსელი - აუცილებელია გავითვალისწინოთ რომ შესყიდვების განხორციელება უსაფრთხოა მხოლოდ დაცული ინტერნეტ ქსელიდან, ეს ნიშნავს რომ არ გამოვიყენოთ საჯარო wi-fi სივრცეები ონლაინ გადახდების დროს.

7. საერთო მომხმარების კომიუტერები - არ გამოვიყენოთ საერთო მოხმარების კომპიუტერები გადახდების განსაცხორციელებლად - საერთო მომხარების კომპიუტერში იგულისხმება მაგალითად ბიბლიოთეკაში, უნივერსიტეტში, სამსახურში და მსგავს სივრცეში განთავსებული კომპიუტერები.

8. რთული პაროლი - ონლაინ პლატფორმებზე რეგისტრაციის დროს აუცილებლად ავირჩიოთ რთული პაროლი და თუ შესაძლებელია ასევე ჩავრთოთ ორმაგი ვერიფიკაციის მეთოდი, რაც გულისხმოებს პაროლის შეყვანის შემდეგ მობილურ ტელეფონზე კიდევ ერთი დამატებითი კოდის მიღებას და მის საიტზე შეყვანას.

9. ფიშინგი და სპამ მეილები - ბევრმა არ იცის რა არის ფიშინგი, არადა ეს მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებული თაღლითური მეთოდია, რა გზითაც უამრავი მომხმარებელი კარგავს თავის ფულს. თაღლითები ამზადებს ცნობილი ონლაინ მაღაზიების აბსოლუტურად იდენტური ინტერფეისის მქონე ყალბ გვერდს და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას ცდილობენ. მსგავს ყალბ საიტზე მომხმარებლის სახელისა და პაროლის შეყვანის შემდეგ ყველა მონაცემები უკვე თაღლითების ხელში აღმოჩნდება და მომხმარებელი კარგავს წვდომას თავის პროფილზე. იმისთავის, რომ თავი დავიცვათ ფიშინგისგან, აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ ასოების სწორ თანმიმდევრობას ბრაუზერის მისამართის ველში - მაგალითად amazon.com-ის ნაცვლას თუ წერია amason.com – იმის მიუხედავად ზუსტად ამაზონის მსგავსია თუ არა გარეგნულად გვერდი, უნდა ვიფიქროთ რომ ეს ფიშინგის კლასიკური შემთხვევაა. ასევე, უნდობლად უნდა შევხედოთ ელექტრონულ ფოსტაში მოსულ სპამ-მეილებს, სადაც გვატყობინებენ რომ მაგალითად ბედმა გაგვიღიმა - ლატარიაში მოვიგეთ და შემდეგ ლინკზე მხოლოდ ჩვენი საბანკო ბარათის ნომერი უნდა შევიყვანოთ, რომ მიღებული თანხა ჩაგვერიცხოს. ეს და მსგავსი სახის მეილები სპამია და მათი მიზანი მხოლოდ მომხმარებლის მოტყუებაა.

10. საბანკო ბარათის დაზღვევა - თუ თქვენს საბანკო ბარათს ონლაინ გადახდებისთვის აქტიურად იყენებთ, აუცილებელია მისი დაზღვევა რათა არაავტორიზებული ტრანზაქციის შემთვევში დაიბრუნოთ დაკარგული თანხა.

თუმცა ასე რთულადაც არ არის საქმე. ონლაინ გადახდებისთვის არსებობს დაცული, უსაფრთო და სანდო ონლაინ პლატფორმები. ერთ-ერთი ასეთია TBC Pay-ის სწრაფი გადახდების პლატფორმა - კვირაში 7 დღე, 24 საათი თქვენს სამსახურში. გადაიხადეთ 1000-ზე მეტი სერვისი ნებისმიერ დროს, მარტივად და უსაფრთხოდ!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42