თბილისს 100 ახალი ავტობუსი მოემსახურება
საზოგადოება - 16:13, 17 Oct, 2013     2390
უახლოეს მომავალში ეკოლოგიური პრობლემის გადასაჭრელად მდინარე მტკვარზე ახალი პროექტი განხორციელდება. კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" მდინარეში ჩამდინარე წყლების გაწმენდაზე მუშაობს. საკანალიზაციო სისტემიდან მტკვარში ჩამდინარე წყლები ერთ მილსადენში მოექცევა, რომელიც გარდაბანში სპეციალურ ნაგებობამდე მივა. 
„მომავალ წელს თბილისის არცერთ წერტილში არცერთი მონაკვეთიდან არ იქნება კანალიზაციის პირდაპირი ჩადინება მტკვარში. რეალურად ჩვენ თბილისის მონაკვეთს გავასუფთავებთ. ამ კომპანიის შემდეგი ვალდებულებაა, 2018 წლისათვის გარდაბნის საწმენდი ნაგებობის რეკონსტრუქცია. ჩვენ დაგვრჩება კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც უკვე ცენტრალურმა მთავრობამ, ჟინვალის მუნიციპალიტეტთან უნდა მოაგვაროს, არაგვის ხეობაში, ჟინვალში პრაქტიკულად არ არის კანალიზაცია და იქაც არაგვში ჩადინება ხდება და ის ირიბად ეხება თბილისსაც. მომავალ წელს, როცა ეს სამუშაოები დასრულდება ბიოლოგიური და ბაქტერიოლოგიური პრობლემები დედაქალაში, მოგვარდება“,  -  განაცხადა უგულავამ. 
ამასთანავე, თბილისის მერია 2014 წელს მუნიციპალური პარკის განახლებას აპირებს. პროექტის განხორციელების შემდეგ, ქალაქში ევროპული სტანდარტის 100 ავტობუსი იმოძრავებს. ტრანსპორტი ეკოლოგიურად სუფთა, კომფორტული და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზეც ადაპტირებული იქნება. ცნობილია, რომ ავტობუსებში ვიდეო თვალიც იქნება დამონტაჟებული:„400 ათასზე მეტი მგზავრი მგზავრობს ყოველდღიურად მარტო ავტობუსებით, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბილისელებს ჰქონდეთ კომფორტულად გადაადგილების უფლება. ახალ ავტობუსებს უნარშეზღუდულთა ადვილი მიღების შესაძლებლობა ექნება. ეს არის ავტობუსები, რომლებიც ძალიან კომფორტულია მძღოლისთვის და მგზავრებისთვის“, - განაცხადა გიგი უგულავამ.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42