8 წლის ნანიკო ბერიაშვილი მკვლელობაში მსჯავრდებული სააპელაციო სასამართლომაც უვადო პატიმრობაში დატოვა.
მთავარ პროკურატურაში8 აღნიშნავენ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის საჩივარი.
ნებიერიძე წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ბავშვი არ მოუკლავს.
რვა წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე იაგო ნებიერიძე 27 მაისს დამნაშავედ ცნეს და უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
შეგახსენებთ, გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 2018 წლის 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. მისი ცხედარი სამართალდამცვებმა მდინარე ლიახვის პირას რამდნეიმე საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. საქმეზე ბრალებულის სახით დააკავეს 33 წლის იაგო ნებიერიძე, რომელიც მეზობლად მდებარე სახლში სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა.
მას თავდაპირველად ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით წარუდგინეს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ კი ბრალი 138-ე მუხლით დაუმძიმდა, რაც არასრულწლოვნის მიმართ სექსუალურ ძალადობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები






