შვიდი თვის ჩვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დედის სასამართლო პროცესი გორის სასამართლოში დაიწყო. პროცესის დაწყებამდე კომენტარი მხოლოდ გარდაცვლილი ჩვილის მამის ოჯახისწევრებმა გააკეთეს, რომლებსაც იმედი აქვთ რომ მოსამართოე სასჯელის უმაღლეს ზომას მიიღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი საპროტესტო აქციების გამართვით იმუქრებიან. ბრალდებულის ადვოკატი კომენატრას არ აკეთებს, როგორც ერმილე ჭეიშვილმა ნიუპოსტს უთხრა, მხოლოდ პროცესის დასრულების შემდეგ ისაუბრებს. 7 თვის ჩვილის სასტიკ მკვლელობაში არასრულწლოვან დედას თავდაპირველად საზოგადოებრივი ადვოკატი იცავდა, შემდგომ კი დაცვის საქმეში არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ჩაერთო, თუმცა, მოგვიანებით ოჯახმა კერძო ადვოკატის აყვანის გადაწყვეტილება მიიღო და შესაბამისად, სავალდებულო წესით დაცვის საფუძვლის არარსებობის გამო, საზოგადოებრივი ადვოკატი საქმეს ჩამოსცილდა. აღნიშნულ საქმეს ჩამოსცილდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტებიც.
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავებმა 21 მაისს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, 7 თვის ბავშვის მკვლელობის ბრალდებით ჩვილის არასრულწლოვანი დედა დააკავეს.
გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით დაიწყო. ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები






