არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" ერთ-ერთი ლიდერი ნინო ლომჯარია პრემიერის განცხადებას არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით გამოეხმაურა. როგორც ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა ივანიშვილის განცხადება შესაძლოა ამომრჩევლებზე ზეწოლად ჩაითვალოს. "როცა პრეზიდენტობის კანდიდატი მეორე ტურში გადადის, ეს იმას ნიშნავს, რომ ამომრჩეველთა დიდმა ნაწილმა მას არჩევნებში მხარი დაუჭირა, ამიტომ ვფიქრობ, არ არის სწორი, თუკი წინასწარ იქნება გაცხადებული, რომ ნდობა გამოცხადებული კანდიდატი შემდგომში, მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს იტყვის. ეს სერიოზულ პრობლემას შეუქმნის საარჩევნო პროცესს და გარკვეულწილად ამომრჩეველზე ზეწოლადაც შემიძლია განვიხილო, რადგან ერთგვარი მინიშნებაა, რომ არჩევნები პირველივე ტურში უნდა დასრულდეს", - განუცხადა ჟურნალისტებს ნინო ლომჯარიამ.
შეგახსენებთ, რომ პრემიერის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ არჩევნების მეორე ტურის გამართვა გახდება საჭირო ის მარგველაშვილს ურჩევს მასში მონაწილეობა არ მიიღოს.
მასალის გამოყენების პირობები






