მერაბიშვილის გამოუცხადებლობის მოტივით, სასამართლო პროცესი გადაიდო
სამართალი - 15:05, 17 Oct, 2013     1934
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ნათია ბარბაქაძის გადაწყვეტილებით ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი იმ მოტივით გადაიდო, რომ დღეს ბრალდებული ვანო მერაბიშვილი პროცესზე არ გამოცხადდა. პროკურორი ნათია სონღულაშვილი იმედოვნებს, რომ მომდევნო პროცესზე მერაბიშვილი გამოცხადდება. „მიუხედავად იმისა, რომ საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მხარის დავალდებულებას წინასწარ შეატყობინოს მეორე მხარეს დასაკითხი პირები. გასულ პროცესზე გამოვიჩინეთ კეთილი ნება და დავპირდით, რომ გადავცემდით დასაკითხ სიას. ჩემი პირობა ნამდვილად შესრულდა, პირადად მე თვითონ ვესაუბრე დამცველ ადვოკატს და ჩავაწერინე ყველა იმ მოწმის სახელი და გვარი, რომლის დაკითხვას დღეს ვაპირებდით. დღევანდელ პროცესზეც გავაჟღერე იმ პირთა სია, რომელთა გამოძახებას ჩვენ შემდგომ ექვს პროცესზე ვაპირებთ. ვიმედოვნებ, რომ დაცვის მხარე აღნიშნულ საკითხზე რაიმე განცხადებებს აწი აღარ გააკეთებს,“-აღნიშნა ნათია სონღულაშვილმა. ბრალდებულ ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ვანო მერაბიშვილი სასამართლო პროცეს, პროკურატურის მხრიდან პირობის დარღვევის გამომო არ ესწრებოდა. „მერაბიშვილის ადვოკატს პროკურატურამ საღამოს ექვს საათზე გააცნო დასაკითხი ადამიანების ვიანობა. მან ვერ მოასწრო ციხეზე ვანოსტან მისვლა და ინფორმაციის გაცნობა. სწორედ ამიტომ არ იმყოფებოდა ვანო მერაბიშვილი აქ. დღეს პროკურატურამ გადაწყვიტა, რომ გამოავლენს კეთილ ნებას და ჩვენ მოგვეცემა საშუალება სრულფასოვნად მოვემზადოთ შემდეგი პროცესისთვის,“-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. ვანო მერაბიშვილის ადვოკატის გიორგი ჩივიაშვილის თქმით, კმაყოფილი არის რომ სასამართლო პროცესი გადაიდო, რადგან უფრო კარგად მოემზადება მომდევნო სასამართლო პროცესისთვის. „დღეს ჩვენ გვითხრეს, თუ რომელი რაიონებიდან აპირებენ მოწმეთა დაკითხვას. შესაბამისად ვიტოვებთ იმედს, რომ გააგრძელებენ ჩვენთან თანამშრომლობას და წინასწარ გაგვაცნობენ მოწმეთა სიას. თუ კი ისევ ჩაგვაყენებენ იმ პოზიციაში, რომ ჩვენ არ ვიქნებით შეჯიბრითობის პრინციპში თანაბარ პირობებში ბრალდებასთან, ისევ დავაყენებთ შუამდგომლობას ბრალდებასთან,“-განმარტა გიორგი ჩივიაშვილმა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის პროცესი 2013 წლის 21 ოქტომბერს 13:00 განახლდება.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42