კიბოსთან ბრძოლის თანამედროვე სტანდარტები
ჯანმრთელობა - 11:13, 26 Sep, 2019     4295

მსოფლიო ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობაში უფრო და უფრო ეფექტიანი გზების ძიებაშია. კიბოს შემთხვევები განვითარებად ქვეყნებში იმატებს, რომელთა რიცხვშიც სამწუხაროდ, საქართველოც არის.

როგორია ონკოლოგიურ დაავადებებთან ბრძოლის მსოფლიო გაიდლაინები და რატომ უნდა მიიღოს პაციენმტა სქართველოში, კერძოდ კი აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრში მკურნალობის გადაწყვეტილება, ამაზე კლინიკის ონკოლოგიური და ჰემატოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, ივანე კილაძე გვესაუბრება.

-რამდენად მწვავეა სიმსივნური დაავადებების პრობლემა საქართველოში?

-სამწუხაროა, თუმცა ფაქტია, რომ მთელ მსოფლიოში იზრდება ავთვისებიანი სიმსივნეების რიცხვი. მათი უმეტესობა კი დაბალგანვითარებულ ქვეყნებზე მოდის. ონკოლოგიური დაავადებები არ არის ერთი ან ორი კონკრეტული ოჯახის პრობლემა, არამედ მთელი სახელმწიფოსი.

აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ამ დაავადებებთან ბრძოლის ტაქტიკა სწორად და ზუსტად დაიგეგმოს. ასევე აუცილებელია, რომ დასავლეთის ქვეყნების მიერ დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება გავიზიაროთ ჩვენს ქვეყანაში.

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ავყვეთ იმ მიმართულებებსა და პრინციპებს, რომლებიც მსოფლიოში თანემედროვე სტანდარტია.

არსებობს დაავადებების სამკურნალო მსოფლიო გაიდლაინები და ჩვენ მას ფეხი უნდა ავუწყოთ.

21-ე საუკუნემ მოიტანა ის, რომ დაიხვეწა მედიკამენტები, ქიმიო და იმუნო თერაპია, განვითარდა რადიაციული მედიცინა, რის შემდეგაც უკვე ისეთი დაავადებების შეჩერება გახდა შესაძლებელი, რომლის განკურნებაც 30-40 წლის წინ წარმოუდგენელი იყო.

მნიშვნელოვანია მოხდეს ზუსტი სტადირება, რისთვისაც ჩვენს კლინიკაში აბსოლუტურად ყველაფერია, დაწყებული ენდოსკოპიური და რადიოლოგიური კვლევებით, დამთავრებული უახლესი პოზიტრონულ-ემისიური (პეტ-კტ) ტომოგრაფით, რომლითაც მთლიანი სხეულის გამოკვლევის საშუალება გვაქვს.

- როგორია ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მსოფლიო სტანდარტი?

- ონკოლოგიაში ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს გუნდური პრინციპით მუშაობა.

ჩვენ, ყველა დარგის ონკოლოგი, ვიკრიბებით და თითოეული პაციენტის მდგომარეობას ერთად განვიხილავთ. განხილვაში მონაწილეობას იღებენ როგორც ონკოლოგები, ასევე ქირურგები, რადიოლოგები და პათომორფოლოგები, ანუ სრულად ის გუნდი, რაც საჭიროა კონკრეტული პრობლემის შესაფასებლად. დამტკიცებულია, რომ გუნდურობა ბევრად უფრო ეფექტიანია, ვიდრე ინდივიდუალური გადაწყვეტილებები.

მნიშვნელოვანია დავიცვათ ონკოლოგიის ის პრინციპები, რომელიც თანამედროვე მსოფლიოში არსებობს. კერძოდ ეს არის : გამოკვლევები, მკურნალობა და შემდგომი მეთვალყურეობა. მკურნალობის შემდგომ საჭიროა ვიზრუნოთ პაციენტის მომავალ ცხოვრებაზე, როცა ადამიანს ძალიან ბევრი ფსიქოლოგიური პრობლემა ექმნება, უჭირს საზოგადოებაში ადაპტაცია და აქვს შიში. ამიტომ ჩვენი პაციენტები მუდმივად მომაგრებულნი არიან კლინიკაზე და ონკოლოგის მეთვალყურეობით, პერიოდულად იტარებენ გამოკვლევებს.

ჩვენ არ ვკარგავთ მათ და არ ვემშვიდობებით. ჰყავთ პირადი ექიმი, რომელიც პაციენტების შემდგომ მეთვალყურეობაზე არიან პასუხისმგებლები.

- რა განაპირობებს იმას, რომ ხშირად პაციენტები საქართველოში მკურნალობაზე უარს ამბობენ ?

- სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ადამიანი საზღვარგარეთ მიდის სამკურნალოდ და ეს იმ ე.წ. ბნელი 90-იანი წლებიდან ხდება, როცა საქართველოში არანაირი სამედიცინო პროტოკოლი და გაიდლაინი არ არსებობდა. ფაქტობრივად, დაშლილი იყო სისტემა. დღეს აბსოლუტურად სხვა სურათი გვაქვს. კონკრეტულად ჩვენს კლინიკაში პაციენტებს საშუალება აქვთ მიიღონ ყველა ის სერვისი, რომელიც ისრაელისა თუ ევროპის წამყვანი კლინიკებშია. ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ასევე ძვირადღირებული მედიკამენტები ითვლება, რასაც საზღვარგარეთ უნიშნავენ პაციენტებს. მინდა ვთქვა, რომ საქართველოში ამ მხივ ბარიერი არ არსებობს, და შესაძლებელია ნებისმიერი მედიკამეტის შეკვეთა, რომელიც მაქსიმუმ 1 კვირაში აქ იქნება.

არ არსებობს სხივური თერაპიის ბარიერიც, რადგან ჩვენ სპეციალისტებს ამ მიმართულებით საზღვარგარეთის წამყვან ონკოლოგიურ ცენტრებში აქვთ გავლილი სტაჟირება თუ სხვადასხვა ტრენინგი. ისინი მუდმივად იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციებში, სადაც ჩვენი სამეცნიერო ნაშრომების წარდგენა ხდება.

სულ რამდენიმე თვის წინ, მსოფლიოში წამყვანმა ონკოლოგმა, უამრავი სამედიცინო პროტოკოლისა თუ გაიდლაინის ავტორმა ბრანისლავ ერემიჩმა ჩვენთან მუშაობა დაიწყო და ის თოდუას კლინიკაში ონკოლოგიის სამეცნიერო მიმართულებას კურირებს. ეს არის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი არა მარტო ჩვენი კლინიკის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. ფაქტობრივად, ბოლო წლებში სამეცნიერო კუთხით არაფერი კეთდებოდა და ამიტომ ძალიან მოხარულები ვართ, რომ სამეცნიერო საქმიანობის განვითარებას ვუწყობთ ხელს.

- რა სახის სამედიცინო სერვისის მიღება შეუძლიათ ონკოლოგიურ პაციენტებს თოდუას კლინიკაში?

- ხშირად ისეთი შორსწასული ფორმის სიმსივნეებით მოგვმართავენ პაციენტები, რომ სასურველ შედეგს ვერ ვაღწევთ, მაგრამ გვყავს ასობით პაციენტი, რომელთა მკურნალობამ წარმატებით ჩაიარა და დღეს სრულფასოვან ცხოვრებას განაგრძობენ. ეს ჩვენ გვაძლევს იმის მოტივაციას, რომ ახალ პაციენტებს კიდევ უფრო მეტი ოპტიმიზმით ვუმკურნალოთ.

ონკოლოგიურ-ჰემატოლოგიურ განყოფილებაში არის 3 დარბაზი, რომელიც უამრავ პაციენტს იღებს. ის სამედიცინო ონკოლოგიის სამივე მიმართულებას: ჰორმონო, იმუნო და ტარგეტულ, ე.წ. სამიზნე თერაპიას აერთიანებს. გვაქვს ქიმიოთერაპიის 2 დიდი დარბაზი და ასევე ინდივიდუალური პალატები სავარძლებით, იმ შემთხვევისთვის, როცა პაციენტს სურს გვერდით ოჯახის წევრი ან ახლობელი ადამიანი ჰყავდეს. ჩვენ მათ ამის კომფორტსა და საშუალებას ვაძლევთ.

გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვებრძოლოთ ქიმიოთერაპიის გვერდით მოვლენას- თმის ცვენას. თბილისში, მხოლოდ ჩვენს კლინიკაშია შესაძლებელია, რომ პაციენტებმა ისარგებლონ PAXMAN-ის თმის ცვენის შემაჩერებელი აპარატით. მისი მეშვეობით, თმის დაახლოებით 60-80% -ის შენარჩუნებაა შესაძლებელი. ეს არის ე.წ. ცივი ქუდები, რომლებიც მთელ მსოფლიოში გამოიყენება. ამიტომ ის ფსიქოლოგიური ბარიერიც, რომელიც სამწუხაროდ, თმის ცვენის შემთხვევაში აქვთ ხოლმე პაციენტებს გადალახულია ჩვენს კლინიკაში.

ჩვენთან, ერთ სივრცეში თავმოყრილია ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობისთვის საჭირო ყველა სახის სერვისი, იქნება ეს ქირურგია, სხივური თერაპია, ქიმიოთერაპია, დიაგნოსტიკა და რასაკვირველია შემდგომი მეთვალყურეობა.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ნამდვილად არ იქნება გადამეტებული თუ ვიტყვი, რომ თოდუას კლინიკაში პაციენტს ანალოგიური სერვისის მიღება შეუძლია, რაც თურქეთის, ისრაელის ან ევროპის წამყვან კლინიკებში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42