სამზარეულო სახლის ერთ-ერთი ყველაზე მყუდრო ადგილია, სადაც იკრიბებიან ოჯახის წევრები. ასევე ახლო, გულთბილ მეგობრებს სწორედ სამზარეულოში ვეპატიჟებით ყავის დასალევად და სასაუბროდ. ვცდილობთ, ჩვენი სამზარეულო ლამაზ, ნათელ, კოხტა ოთახად ვაქციოთ და შესაბამისი ტექნიკით შევავსოთ. განსაკუთრებით თუ მზარეულობა და ფუსფუსი გვიტაცებს. ტექნოლოგიურმა განვითარებამ სამზარეულოს აღჭურვილობასაც დაატყო საკუთარი კვალი და ჩვენი კარადის უჯრებსა თუ თაროებზე ისეთი ელექტრო მოწყობილობები შემოასკუპა, როგორიცაა ჩაიდანი, წვენსაწური, მიქსერი, პურის საცხობი, ყავის საფქვავი, ხორცსაკები მანქანა და ასე შემდეგ. ასე საქმეც გამარტივდა და დროს დაიზოგა.
მაღაზიიდან მაღაზიაში დავდივართ, რათა სამზარეულოსთვის საჭირო ტექნიკა შევარჩიოთ, ხანდახან რამდენიმე დღეც კი გრძელდება ეს პროცესი. პროდუქციის ფასი და ხარისხი თანხვედრაში უნდა იყოს, ესაა ჩვენი მიზანი. ბოლო წლებში სულ უფრო მოთხოვნადი და პოპულარული ხდება ნივთების ონლაინ შეძენა, რაც, რა თქმა უნდა, სამზარეულოს ტექნიკის ყიდვასაც მოიაზრებს. სწორედ ინტერნეტ სივრცეში, ვირტუალური მაღაზიების ვიტრინებში ვიხედებით და ვათვალიერებთ სასურველ პროდუქციას.
რომელი ონლაინ მაღაზიებიდან გამოვიწეროთ?
მსოფლიო სავაჭრო ბაზარზე რომ ყველაზე მოთხოვნადი eCommerce საიტებია Amazon-ი და eBay, ამის შესახებ არ ვდაობთ. სწორედ ეს ორი ონლაინ მაღაზიაა ჩვენც ქვეყანაშიც ყველაზე პოპულარული, თუმცა ბოლო პერიოდია, ქართული ინტერნეტ მაღაზიებიც დაწინაურდნენ და მომხმარებელთა თვალში სანდოობა მოიპოვეს. მათ შორისაა Liloshop.ge, რომელიც სავაჭრო ცენტრი „ლილო მოლის“ ონლაინ მაღაზიაა. მისი პროდუქცია მრავალფეროვანია. დიდი მოწონებით სარგებლობს „ლილოშოპის“ სამზარეულოს ტექნიკა.
რა უპირატესობა აქვს Liloshop-იდან გამოწერას?
„ლილოშოპზე“ სამზარეულოს ტექნიკის ფართო არჩევანია. შესაძლებელია, როგორც ელექტრო ჩაიდნების, ასევე მიქსერების, ტოსტერების, ბლენდერებისა და სხვა ტექნიკის შერჩევა და შეძენა. ამასთან, რაც ამ ონლაინ მაღაზიას სხვებისგან გამოარჩევს და მის უპირატესობას ხაზს უსვამს, ესაა მისაღები ფასი. ეს უკანასკნელი საშუალებას აძლევს ყველა კატეგორიის ადამიანს, შეიძინოს მისთვის საჭირო პროდუქცია, თან ისე რომ ჯიბე არ დაუცარიელდეს.
როცა „ლილოშოპზე“ ვსაუბრობთ, არ შეიძლება, გვერდი ავუაროთ მის კიდევ ერთ უპირატესობას, ესაა - შეძენილი ნივთის სწრაფად მიწოდება. შეკვეთის გაფორმებიდან 2-3 სამუშაო დღეა საკმარისი, რათა კურიერმა მითითებულ მისამართზე მოგიტანოთ პროდუქცია დედაქალაქის მასშტაბით, ხოლო რეგიონებში ეს პერიოდი 3-5 სამუშაო დღეს ითვლის.
როგორი ფასები Liloshop-ზე?
სამზარეულოს ტექნიკის შეძენაზე ვიწყებთ ფიქრს და, უპირველეს ყოვლისა, ბიუჯეტს გადავხედავთ ხოლმე, რამდენად შევძლებთ ამას. პროდუქციის ფასი განმსაზღვრელი ფაქტორი ხდება, გადაწყვეტილების მიღების ყველა ეტაპზე, გეგმიდან დაწყებული საბოლოოდ ყიდვით დასრულებული. „ლილოშოპზე“ ყველასათვის მისაღები ფასებია. ეკონომიკურად წელში გამართული ხართ თუ არა, მაინც იპოვით ნივთს, რომელიც თქვენს სამზარეულოს არა მხოლოდ დაამშვენებს, არამედ საკუთარ ფუნქციას წლების განმავლობაში პირნათლად შეასრულებს. აქ ისეთი ბრენდების პროდუქცია წარმოდგენლი, რომლებიც ხარისხთან ასოცირდება. მათ მილიონობით მომხმარებელი ენდობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ტექნოლოგიურმა პროგრესმა ცხოვრება გაამარტივა და ჩვენს სამზარეულოში უამრავი ახალი ნივთი გააჩინა, რომლის გარეშეც ახლა ვეღარ წარმოგვიდგენია ერთი დღეც კი.
მასალის გამოყენების პირობები






