პირველად საქართველოში "აჭარა ჯგუფი" Design Hotels-ის წევრების წლის ღონისძიებას - "არენას" უმასპინძლებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 10:51, 25 Sep, 2019     1377

პირველად საქართველოში, 26 სექტემბერს 13:00 საათზე, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში "აჭარა ჯგუფი" თიბისი სტატუსის მხარდაჭერით Design Hotels-ის წევრების წლის ყველაზე მასშტაბურ და მნიშვნელოვან ღონისძიებას - "არენა"-ს უმასპინძლებს.

აღნიშნულ ღონისძიებას 300-ზე მეტი სასტუმროს მფლობელი და წარმომადგენელი დაესწრება, რომლებიც თავიანთ ქვეყანებში სტუმარ-მასპინძლობის სფეროში ტენდენციებს ქმნიან, არქიტექტურისა და დიზაინის მიმართულებით ახალ სტანდარტებს აყალიბებენ და საზოგადოებას ინოვაციურ გასტრონომიას სთავაზობენ.

Design Hotels-ის სასტუმროების მფლობელები, რამოდენიმე დღეს გაატარებენ საქართველოში, გაიცნობენ ქვეყნის კულტურასა და ტრადიციებს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის პოპულარიზაციას, ტურიზმის ზრდას და ეკონომიკურ წინსვლას.

ღონისძიების ფარგლებში, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ეზოში ქართველი ფერმერების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ საქართველოში წარმოებული პროდუქტი და იხილონ ქართველი მეწარმეების მიერ შექმნილი პროდუქცია. აღნიშნული ღონისძიება კარგი პლატფორმაა, როგორც პროდუქციის წარმოჩენის, ასევე საექსპორტო ბაზრის ათვისებისათვის.

Design Hotels, რომელიც 1993 წელს მხოლოდ 10 ლეგენდარული სასტუმროს პორტფოლიოს ფლობდა, დღეს მსოფლიოში ასობით გამორჩეული დიზაინისა და არქიტექტურის მქონე სასტუმროს აერთიანებს. თითოეული მათგანი მსოფლიოს ასობით წერტილში - დედაქალაქებში, მიუვალ მთებსა თუ უჩინარ სანაპიროებზე შემოქმედებითი თვითგამოხატვის უნიკალური ნიმუშია. Design Hotels-ის წევრი სასტუმროები ადგილობრივ კულტურაზე დაფუძნებული იდეის გარდა, თანამედროვე და ინოვატორული ხედვით გამოირჩევა.

საკონტაქტო პირები:

თინა კავაძე - აჭარა ჯგუფის კომუნიკაციების ხელმძღვანელი 595 51 00 07 tina.kavadze@adjaragroup.com

ნათია მსხილაძე - საქართველოს ფერმერთა ასოციაციის კომუნიკაციის მენეჯერი 591 051 905 nmskhiladze@gfa.org.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42