ალდაგი მცირე და საშუალო კომპანიებს ფინანსური სერვისების მიღებაში ეხმარება
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:31, 24 Sep, 2019     1377

სადაზღვევო კომპანია ალდაგსა და აუდიტორულ და ბუღალტრულ კომპანია „ფინანსურ ოფისს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად ალდაგი თავისი კლიენტი კომპანიებისთვის 100,000 ლარის ოდენობით თანადაფინანსების ბიუჯეტს გამოყოფს, რაც ნიშნავს, რომ ალდაგი კლიენტ კომპანიებს „ფინანსური ოფისის“ სერვისების მიღებას მნიშვნელოვანწილად დაუფინანსებს.

თანამშრომლობის ფარგლებშივე, ალდაგის კლიენტ კომპანიებს დღეს უფასოდ ჩაუტარდათ ტრენინგი ფინანსური ანგარიშის მომზადებისა და წარდგენის თემაზე. ტრენინგს „ფინანსური ოფისის“ მმართველი პარტნიორი მიხეილ ჭელიძე დარგის სპეციალისტებთან ერთად გაუძღვა.

ტრენინგის მიზანია, დაეხმაროს მცირე და საშუალო კომპანიებს წლიური ფინანსური ანგარიშის მომზადებასა და ფინანსთა სამინისტოს ზედამხედველობის სამსახურში წარდგენაში, რაც მათ პირველად დაევალათ ახალი კანონმდებლობის თანახმად 1 ოქტობრამდე.

ალდაგი მზადაა, მხარი დაუჭიროს კლიენტ კომპანიებს სწრაფად ადაპტირდნენ კანონის ახალ მოთხოვნასთან, უფასოდ გაიარონ შესაბამისი ტრენინგი, რათა სრულფასოვნად და დროულად წარადგინონ ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტი ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში (SARAS).

„ჩვენი მიზანია, ჩვენს კლიენტ კომპანიებს დავეხმაროთ ოპერირების პროცესში, რათა მათ შეძლონ საკუთარი ბიზნესის წარმატებულად ფუნქციონირება, გაფართოება და განვითარება. მზად ვართ, ვითანამშრომლოთ სხვადასხვა წამყვან პროვაიდერ კომპანიებთან, რათა ჩვენს კლიენტებს მაქსიმალურად მორგებული სერვისები და ფასები შევთავაზოთ.,“- განაცხადა ალდაგის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბარათაშვილმა.

აუდიტორული კომპანია ფინანსური ოფისი დამოუკიდებელ ბუღალტრულ და იურიდიულ კომპანიათა წამყვანი საერთაშორისო ასოციაცია MSI Global Alliance-ის წევრი და საქართველოში ერთადერთი წამომადგენელია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს როგორც ბუღალტრულ და აუდიტორულ, ისე საგადასახადო მომსახურებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42