ვანო მერაბიშვილი მოსამართლეს ღია წერილით მიმართავს
სამართალი - 12:51, 17 Oct, 2013     1520

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი დღეს ქუთაისის სასამართლოში დაანონსებულ პროცესს არ დაესწრება. ყოფილი პრემიერი მოსამართლეს ღია წერილით მიმართავს:

"ქალბატონო მოსამართლევ,

წინა სასამართლო პროცესზე თქვენი თანდასწრებით მოხდა შეთანხმება, რომ ყოველი სასამართლო სხდომის წინ, გონივრული ვადით ადრე, პროკურატურა დაცვის მხარეს მიაწვდიდა იმ მოწმეების სიას, რომელთა დაკითხვაც უნდა მომხდარიყო მომავალ პროცესზე.

მოგეხსენებათ, პროკურატურას წარმოდგენილი ჰყავს მოწმეთა 3969 კაციანი სია, რაც უპრეცედენტოა არამხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო მასშტაბით. ვერცერთი ადვოკატი ვერ შეძლებს ზეპირად დაიმახსოვროს, 3969 კაცის არამხოლოდ ჩვენება, სახელები და გვარებიც კი.

იმისათვის რომ მე მქონდეს ეფექტური დაცვის უფლება, აუცილებელია, რომ ჩემს ადვოკატებს წინასწარ ჰქონდეთ მომდევნო პროცესზე გამოსაძახებელი მოწმეების სია. ამ მარტივ ჭეშმარიტებას წინა სასამართლო სხდომაზე დაეთანხმა პროკურატურა და დაეთანხმეთ თქვენც.

მიუხედავად ამისა, პროკურატურამ არ შეასრულა პირობა და არ გადმოგვცა მოწმეთა სია. ამიტომ, მე ვაცხადებ პროტესტს და უარს ვამბობ, დავესწრო ამ სასამართლო სხდომას. ამ პროტესტით, მინდა საზოგადოების ყურადღება მივაპყრო იმ მრავალრიცხოვან უხეშ კანონდარღვევებს, რითაც პროკურატურა წარმართავს ჩემი და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესს", - ნათქვამია მიმართვის ტექსტში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42