საბურთალოზე განახლებული მაკდონალდსი და მაკკაფე გაიხსნა
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:07, 23 Sep, 2019     1412
26 მაისის მოედანზე მდებარე „მაკდონალდსის“ განახლებული რესტორანი, მომხმარებელს „მომავლის გამოცდილების“ პლატფორმას და „მაკკაფეს“ სთავაზობს. ერთთვიანი სამუშაოების შედეგად, კომპანიამ რესტორნის სრული რემოდელინგი მოახდინა და მომსახურების უმაღლესი სტანდარტები დანერგა.

ყავისა და დესერტების მოყვარულთა საყვარელი ბრენდი „მაკკაფე“ განახლებული რესტორნის პირველ სართულზე განთავსდა. ეს უკვე მესამე „მაკკაფეა“ საქართველოში, სადაც მომხმარებელს საშუალება აქვს დააგემოვნოს მაღალი ხარისხის ყავის ნაირსახეობები და გემრიელი დესერტები.

,,მომავლის გამოცდილების“ პლატფორმა კომპლექსური მიდგომაა, რომელიც აერთიანებს მომხმარებლის რესტორანში შესვლისთანავე სტუმართმოყვარეობის ლიდერის დახმარებას, მაგიდასთან მომსახურების სერვისს, რომლის მეშვეობითაც სტუმრებს ლოდინი აღარ სჭირდებათ შეკვეთის ზონაში და სასურველ პროდუქტს მაგიდასთან იღებენ, ასევე მოიცავს შესაკვეთ კიოსკებს, რომლებიც მორგებულია მომსახურების უფრო მარტივ და სწრაფ მოდელზე და მაქსიმალურად ფოკუსირდება მომხმარებლის კომფორტზე“, - აცხადებენ კომპანიაში.

„მაკდონალდს საქართველომ“ უმაღლესი სტანდარტების დანერგვის ვერიფიკაცია 2018 წელს წარმატებით გაიარა და ევროპაში ერთ-ერთი მოწინავე გახდა ინოვაციების დანერგვის კუთხით. მიღებული შედეგის მიხედვით, საქართველოს მაკდონალდსი ისეთ ქვეყნებს შორისაა წარმოდგენილი, როგორებიცაა ავსტრია და პორტუგალია.

საბურთალოს „მაკდონალდსის“ განახლებული ინტერიერი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია. რესტორნის რემოდელინგზე უცხოელი სპეციალისტები და სათაო ოფისის წარმომადგენლებიც მუშაობდნენ. შედეგად სრულად შეიცვალა დიზაინი, ავეჯი და ტექნიკა, გაუმჯობესდა რესტორნის დრაივის ზოლიც, რომელიც მომხმარებლებისთვის გაცილებით მოდერნიზირებული და კომფორტული გახდა.

„მაკდონალდსი“ რესტორნების წამყვანი გლობალური ქსელია, რომელიც მსოფლიოს 119 ქვეყანაში ოპერირებს და ყოველდღიურად დაახლოებით 68 მილიონ ადამიანს ემსახურება. საქართველოში „მაკდონალდსის“ პირველი რესტორანი 1999 წლის 5 თებერვალს გაიხსნა და მას შემდეგ სხვადასხვა რეგიონში გეგმაზომიერად ფართოვდება: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში და რუსთავში მთლიანობაში 15 ობიექტს მოიცავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42