თანხის გამოძალვა და არასრულწლოვანის მძევლად ჩაგდების მომზადების ფაქტი თბილისში - სასამართლომ 4 პირი პასუხისგებაში მისცა
სამართალი - 11:29, 23 Sep, 2019     1030

ჯგუფის მიერ, ანგარებით, არასრულწლოვნის მძევლად ხელში ჩაგდების მომზადების ფაქტზე და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულებს 10 და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფის მიერ, ანგარებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მძევლად ხელში ჩაგდების მომზადების ფაქტზე ბრალდებულები დ.მ., ვ.ხ., შ.მ. და პ.დ. დამნაშავედ ცნო. ამავე განაჩენით დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ბრალდებული ლ.გ. ასევე დამნაშავედ იქნა ცნობილი.

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს დ.მ.-ს, ვ.ხ.-ს, შ.მ.-ს და პ.დ.-ს ერთ-ერთი ოჯახიდან რამდენიმე ათასი აშშ დოლარის გამოძალვის მიზნით, განზრახული ჰქონდათ აღნიშნული ოჯახის წევრის, არასრულწლოვნის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით მძევლად ხელში ჩაგდება.

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ ლ.გ.-მ ნამდვილად იცოდა აღნიშნული დანაშაულის მომზადების შესახებ, თუმცა არ შეატყობინა პოლიციის ორგანოებს.

სამართალდამცველებმა დ.მ., ვ.ხ., შ.მ., პ.დ. და ლ.გ. 2018 წლის 26 დეკემბერს დააკავეს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

თბილისის საქალაქო სასმართლომ დ.მ., ვ.ხ., შ.მ., პ. დ. და ლ.გ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად დ.მ.-ს, ვ.ხ.-ს , შ.მ.-ს და პ.დ.-ს 10-10 წლით, ხოლო ლ.გ.-ს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა" - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42