ჟურნალ Annals of Oncology-ში გამოქვეყნდა სტატია, რომლის ტანახმადაც მეცვნიერებმა შექმნეს მოწყობილობა eNose ("ელექტრონული ცხვირი"), რომელიც ექიმებს სიმსივნური დაავადებების აღმოჩენასა და მისი მკუნალობის მეთოდის დადგენაში დაეხმარება.
პროექტის ავტორების განცხადებით, აპარატი 85%-იანი სიზუსტით ადგენს, რამდენად დადებითი იქნება პაციენტის ორგანიზმის რეაგირება იმუნოთერაპიაზე.როგორც წესი ფილტვების მიკროუჯრედოვანი კარცენომის მეთოდის დადგენას ხანგრძლივი დრო და ხანდახან ქირურგიული ჩარევა სჭირდება, ხოლო იმუნოთერაპია მუშაობს მხოლოდ პაციენტების 20%-ში. ამ მეთოდების ეფექტურობის დადგენას ხშირად რამდენიმე კვირა სჭირდება.
eNose-ი კი ამას 1 წუთში აკეთებს!ექიმებმა შექმნეს სენსორები, რომელიოც იჭერენ ა აანალიზებენ პაციენტების სუნთქვისას მომდინარე ორგანულ შენაერთებს. ეს ნაწილაკები შეიცავენ მოლეკულებს, რომლებსაც გააჩნიათ ინფორმაცია ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესების შესახებ. აგრეგისტრირებს რა ამოსუნთქული ჰაერის ბიომარკერებს, მოწყობილობა სწრაფად ადგენს, იმოქმედებს თუ არა იმუნოთერაპია ამა თუ იმ პაციენტზე დადებითად.
მოწყობილობა უკვე 143 კლინიკურ ავადნყოფზე გამოსცადეს და როგორც მოგახსენეთ, საპარატმა 85%0ანი სიზუსტე აჩვენა. ამჟამად მეცნიერები უფრო ფართომასშტაბიანი გამოკვლევის ჩატარებას გეგმავენ.მასალის გამოყენების პირობები






