კლინიკა მუდამ ზრუნავს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე და ცენტრში მკურნალობის თანამედროვე მეთოდების დანერგვაზე.
ქირურგიის ეროვნული ცენტრი მულტიპროფილური კლინიკაა, შესაბამისად, მასში ფუნქციობს სხვადასხვა დეპარტამენტი და პაციენტთა ჯანმრთელობაზე ზრუნავს ყველა პროფილის ექიმი. სწორედ ეს ხდის კლინიკას ერთ–ერთ ლიდერს ქართულ სამედიცინო ბაზარზე.
რადიაციული ონკოლოგია
რადიოთერაპიის დეპარტამენტი აღჭურვილია ამერიკული კომპანია Varian-ის ულტრათანამედროვე სხივური ამაჩქარებლებით, რომელიც მაღალი სტანდარტის სხივური თერაპიის ჩატარებას უზრუნველყოფს და გამორიცხავს ყოველგვარ უზუსტობას.
რადიაციულ ონკოლოგთა გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური, გამოცდილი პროფესიონალებით, რომლებიც მზრუნველ გარემოში მოგემსახურებიან და თქვენს საჭიროებებზე მორგებულ მკურნალობის ინდივიდუალურ კურსს ჩაგიტარებენ.
ინსულტის ცენტრი
ინსულტი თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლაა. ერთმანეთისგან განასხვავებენ ორ ფორმას: იშემიურსა და ჰემორაგიულს.
იშემიურ ინსულტს იწვევს სისხლის მიმოქცევის დაქვეითება, რომლის გამოც ვეღარ ხერხდება სისხლის მიწოდება ტვინის ქსოვილების გარკვეულ უბნებში, ხოლო ჰემორაგიული ინსულტი გულისხმობს სისხლჩაქცევას ტვინში.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის შესაძლებლობები ინსულტთან გასამკლავებლად ძალიან დიდია. გამოცდილი, პროფესიონალი ნეიროქირურგები და ნევროლოგები უზრუნველყოფენ ინსულტთან დაკავშირებული მწვავე პრობლემების მოგვარებას.
ქირურგია
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში პროფესიონალი ზოგადი ქირურგები თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებითა და მკურნალობის უახლესი მეთოდებით ატარებენ შემდეგი სახის ოპერაციებს:
- ფარისებრი ჯირკვლის ოპერაცია;
- პანკრეასისა და ღვიძლის ოპერაციები;
- ოპერაციებს ნაღვლის ბუშტსა და სანაღვლე გზებზე;
- რეკონსტრუქციულ ოპერაციებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტსა და სანაღვლე გზებზე;
- სპლენექტომიას ელენთის ან ჰემატოლოგიური დაავადებების დროს და სხვა.
ამბულატორია
ამბულატორიის დეპარტამენტი აღჭურვილია კომპანია Toshiba-ს წარმოების თანამედროვე მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფით Vantage Elan, რომელიც მიიჩნევა ერთ-ერთ საუკეთესო სადიაგნოსტიკო ტექნოლოგიად სამედიცინო ბაზარზე.
კლინიკის მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფი გამოირჩევა გამოსახულების მაღალი ხარისხით.
ნეიროქირურგია
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ტარდება ნებისმიერი ტიპის სირთულის ნეიროქირურგიული ოპერაცია.
აღსანიშნავია, რომ დეპარტამენტი აღჭურვილია ბიპლან ანგიოგრაფით, რომელიც ძალიან დიდ შესაძლებლობებს იძლევა პაციენტების ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად.
კლინიკა ყოველდღიურად ვითარდება, ინერგება ამერიკასა და ევროპაში აპრობირებული მკურნალობის მეთოდები, იღჭურვება უახლესი და ამიერკავკასიაში ექსკლუზიური სამედიცინო აპარატურით.
კლინიკის ყველა დეპარტამენტისა და სერვისის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, ეწვიოთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებ გვერდს www.kirurgia.ge
მასალის გამოყენების პირობები