არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმის შემზარავი დეტალები - "ერთ-ერთი გოგონა 5 წლის იყო, როცა ფოტოების გადაღება დაიწყეს... მშობლები თავად იჩენდნენ ინიციატივას"
სამართალი - 13:54, 20 Sep, 2019     2984

თბილისის საქალაქო სასამართლო ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე შემზარავბ საქმეს იხილავს. საუბარია არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის საქმეზე. განსასჯელის სკამზე 11 პირი ზის, მათ შორის ყველაზე დრამატული ის არის, რომ დაკავებულთა შორის პატარა გოგონების მშობლებიც არიან.

საქმის პროკურორის, მარიამ გოგორელიანის განცხადებით, ხშირ შემთხვევაში, არასრულწლოვანთა მშობლები თავად იჩენდნენ ინიციატივას, რომ მათი შვილები ხშირად გადაეღოთ.

"ყველა ბრალდებული მშობლისთვის ცნობილი იყო, თუ სად იღებდნენ მათ შვილებს. ყველა მშობელი თვითონ იღებდა თანხას. ხშირ შემთხვევაში, მშობლები თვითონ იჩენდნენ ინიციატივას, რომ ბავშვები უფრო ხშირად გადაეღოთ. ამ საქმეში ჩართულ ადამიანებს თავიანთი ნაცნობები მოჰყავდათ, ასე ვთქვათ, ერთი წრეა", -აცხადებს გოგორელიანი.

როგორც ირკვევა, ავსტრალიელი ბრალდებული, რომელსაც ეს ფოტო სალონი ჰქონდა, თავის ქვეყანაშიც ამავე ბრალდებით იყო გასამართლებული.

"როგორც გეიხმანი აცხადებს, მსგავსი დანაშაულისთვის ავსტრალიაში ნასამართლევია, ასევეა, ამერიკის მოქალაქეც. ჩვენი ინფორმაციით, მათ რა სასჯელიც იქ მისჯილი ჰქონდათ, მოიხადეს“, - აცხადებს გოგორელიანი.

პროკურატურის ინფორმაციით, 8-12 წლის გოგონებს 2017 წლიდან უღებდნენ პორნოგრაფიული ხასიათის ფოტობს და ხდებოდა მათი საზღვარგარეთ რეალიზაცია.

"ამერიკის მოქალაქეს ურიცხავდნენ ანგარიშზე თანხას, რომელსაც ის აძლევდა სხვა ორგანიზატორებს და არასრულწლოვნების მშობლებს. ფულს ასევე იღებდა ავსტრალიის მოქალაქეც პორნოგრაფიული მასალის გავრცელების შედეგად. ის თვითონ არასრულწლოვნებსაც უხდიდა გარკვეული ოდენობის თანხას. გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ყველა არასრულწოვანი გამოკითხული არ არის.მათ ფსიქოლოგიური დახმარებაც სჭირდებათ.

საუბარია ძალიან პატარა ასაკის ბავშვებზე. ერთ-ერთი არასრულწლოვანი 5 წლის იყო, როცა მის მიმართ ფოტოების გადაღება დაიწყეს. ამ ასაკის ბავშვს საერთოდ არ სჭირდება ფიზიკური ძალადობა, რომ დაიყოლიო გარკვეულ ქმედებაზე. ყველაზე უფროსი 16 წლისაა", - აცხადებს გოგორელიანი.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42