„ვისოლმა“ თვითმომსახურების პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:59, 20 Sep, 2019     1457

„ვისოლი“ საქართველოს ნავთობბაზარზე თვითმომსახურების ქცევას ნერგავს. კომპანიამ მარშალ გელოვანის გამზირზე, პოლიციის სამმართველოსთან პირველი თვითმომსახურების სადგური გახსნა. ცნობილი კარიკატურისტისა და წარმატებული თანამედროვე მხატვრის, გიორგი გამეზარდაშვილის მიერ მოხატული სადგური მიმზიდველია არა მხოლოდ როგორც ქუჩის ხელოვნების მინუში, არამედ როგორც სივრცე, სადაც უმაღლესი ხარისხის საწვავის შეძენა 15 თეთრამდე ფასდაკლებითაა შესაძლებელი. ხოლო დამატებით სერვისების მიღება მარტივი და მოსახერხებელია.

„ვისოლი“ მუდმივად ცდილობს გაიმყაროს ბაზარზე ინოვატორული კომპანიის იმიჯი და მოხარული ვართ, რომ თვითმომსახურების სადგურების ქსელის განვითარების შესაძლებლობა პირველებს სწორედ ჩვენ მოგვეცა. ვეცდებით, თანმიდევრულად შევცვალოთ სამომხმარებლო ქცევა, რომ დავამკვიდროთ საქართველოში თვითმომსახურება, როგორც თანამედროვე ცხოვრების სტილი, რომელიც დიდი ხანია აპრობირებულია ამერიკასა და ევროპის უამრავ ქვეყანაში. გარდა ამისა, თვითმომსახურების სადგურზე შეთავაზებულ საწვავზე ხელმისაწვდომი ფასი, ფერადი და განსხვავებული გარემო, დამატებთი სერვისები სადგურს კიდევ უფრო მიმზიდველს და მოსახერხებელს ხდის“, - აცხადებს ვისოლის გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

თვითმომსახურების პირველი სადგურის საზეიმო გახსნაზე პარტნიორ „რადიო ენერჯისთან“ ერთად, „ვისოლმა“ უამრავ სტუმარს უმასპინძლა და მათ განსხვავებული, საინტერესო გარემო შეუქმნა. ბაიკერებისა და მოცეკვავეების ერთობლივი ექსტრემალური შოუ, ენერგიული DJ Jimi-ს მუსიკა, „სმარტის“ მიერ მომზადებული უგემრიელესი ქუჩის მენიუ და ექსკლუზიური იმპორტის Twisst-ის მოქტეილები, „ვიანორის“ უმაღლესი ხარისხის საავტომობილო ზეთების კასრების დეკორი, „დანქინის“ ყველაზე ტკბილი დონატები და ყავა დესერტად, გარემოს კიდევ უფრო ფერადს და მხიარულს ხდიდა.

„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში. უახლესი ევროპული სტანდარტის, უმაღლესი ხარისხის საწვავითა და მაღალტექნოლოგიური სერვის პროდუქტების შეთავაზებით „ვისოლი“ საცალო ბაზრის ლიდერია. ვისოლს ასევე, გაზგასამართი სადგურების ყველაზე მეტი ობიექტი აქვს ქვეყანაში და კომპანია „ი-სპეისთან“ თანამშრომლობით, ელექტრომობილების პოპულარიზაციისათვის ელეტქრომობილების დამტენი სადგურების ქსელსაც ავითარებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42