"საქართველოდან გაქცევის პროგრამა უკვე ჩართული მაქვს , ასე რომ მაპატიეთ ყველამ..." - ფოტოხელოვანი მარი ნაკანი ქვეყნის დატოვებას აპირებს
სოც.მედია - 17:06, 18 Sep, 2019     3459
ფოტოხელოვანი მარი ნაკანი საქართველოდან წასვლას აპირებს, ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს:


„მაპატიეთ,

მიუხედავად იმისა , რომ საქართველო ძალიან მიყვარს.

მიუხედავად იმისა რომ უკვე 16 წელია ერთგულად ვემსახურები ჩემს პროფესიას, გავხსენი ფოტოგრაფიის სკოლა და ვცდილობ მთელი ჩემი დრო და ცოდნა ამ დარგის განვითარებას მივუძღვნა ჩემს ქვეყანაში.

განვიცდი და ვაღიარებ რომ სურვილი გამიჩნდა წავიდე სადმე წყნარ, ჟანგბადით სავსე, ცივილურ ქვეყანაში და თავიდან დავიწყო ყველაფერი.

მირჩევნია ვისწავლო რამე ახალი, ან თუნდაც გამოვიყენო ჩემი ცოდნა და სხვაგან ვიშრომო, ქვეყანაში სადაც არ შემეშინდება გამონაბოლქვის, დაბინძურების, უხარისხო საკვების და გაუთავებელი დესტაბილიზაციის.

ქვეყანაში სადაც ჰაერშიც კი გამჯდარია კულტურა, სადაც გიღიმიან და თავაზიანად გექცევიან.

სადაც აფასებენ ადამიანის უფლებებს და სადაც არ გიყურებენ გადიდებული მშიერი თვალებით შენივე მანქანაში, არ გაკვირდებიან როგორ გაცვია, რა გიდევს ჯიბეში და რა ორიენტაციის ხარ.

დამღალა ჩემმა ქვეყანამ.

გაქცევა მინდა.

რაც შეიძლება შორს მინდა გაქცევა, მოჭარბებული აგრესიისგან, უხეში, თავხედი პოლიციისგან, უზრდელი პოლიტიკოსებისგან, არაპროფესიონალებისგან, ზარმაცებისგან, ამპარტავანი მატრაკვეცა საზოგადოებისგან, მდიდრულად ჩაცმული უწიგნური კეკელკებიგან, ლე პურში რო სხედან დღედაღამე და ლიტერატურის აზრზე რო არ არიან, გლეხებისგან რომლებმაც მიატოვეს თავიანთი უხვი მიწა, მოახტნენ შავ ჯიპებს და თავი დიდი კაცები გონიათ, დამღალა ჩემმა საყვარელმა უპატრონო საქართველომ თავისი მუდმივი ლუზერობით, ტრაკის ფხანით და წუწუნით.

მუდმივად რაღაცის ან ვიღაცის მოლოდინში მყოფმა ერმა.

ნარკომანმა ლუარსაბებმა, მათში პათოლოგიურად შეყვარებულმა არაჯანსაღმა დედებმა და დედამთილებმა , რომლებიც სულ მზად არიან აკრიტიკონ და იჭორაონ რძლებზე.

დამღალეს მაწანწალებმა რომლებმაც იმის მაგივრად ეზოები დაალაგონ, ექთნებად იმუშაონ ან მიწა დაამუშაონ, გაყავთ თავიანთი პაწაწუნა შვილები ქუჩაში და ამათხოვრებენ.

კიდევ ცოტახანს გავჩერდები თბილისში, კიდევ რაღაც პერიოდი ვასწავლი ფოტოგრაფიას, ვიცი ამითი რამოდენიმე ადამიანს კიდევ დავაყენებ ფეხზე.

მაგრამ საქართველოდან გაქცევის პროგრამა უკვე ჩართული მაქვს , ასე რომ მაპატიეთ ყველამ.

37 წლის ვხდები და პერსპექტივას ვერ ვხედავ საქართველოში.

მივმართავ ახალგაზრდებს, ისწავლეთ რაც შეიძლება ბევრი ენა და მოხიეთ რაც შეიძლება უკეთეს ქვეყნებში.

მთელი დრო სწავლაში დახარჯეთ , ცხოვრება ისედაც მოკლეა და ერთი...“- წერს მარი ნაკანი ფეისბუკზე.

Photo Giorgi Mamasakhlisi





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42