ალდაგი მცირე და საშუალო კომპანიებს ფინანსური სერვისების მიღებაში დაეხმარება
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:57, 18 Sep, 2019     1368

სადაზღვევო კომპანია ალდაგი კლიენტ კომპანიებს კვალიფიციური სპეციალისტებისგან ფინანსური სერვისების მიღებაში დაეხმარება.

ახალი კანონმდებლობის თანახმად, 1 ოქტომბრამდე წლიური ანგარიშის მომზადება და ფინანსთა სამინისტოს ზედამხედველობის სამსახურში წარდგენა მცირე და საშუალო ზომის კომპანიებსაც (SME) მოეთხოვებათ. ალდაგი მზადაა, დაეხმაროს კლიენტ კომპანიებს სწრაფად ადაპტირდნენ კანონის ახალ მოთხოვნასთან, უფასოდ გაიარონ შესაბამისი ტრენინგი, რათა სრულფასოვნად და დროულად წარადგინონ ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტი ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში (SARAS).

უფასო ტრენინგს ალდაგის კლიენტებისათვის ჩაატარებს წამყვანი აუდიტორული და ბუღალტრული კომპანია „ფინანსური ოფისის“ მმართველი პარტნიორი მიხეილ ჭელიძე დარგის სპეციალისტებთან ერთად. ტრენინგი ჩატარდება 24 სექტემბერს, 12:00-15:00 საათზე, სასტუმრო ჰოლიდეი ინში. ალდაგის კლიენტი კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებსაც სურვილი აქვთ დაესწრონ ტრენინგს, უნდა დაფიქსირდნენ სარეგისტრაციო ბმულზე.

ტრენინგი მოიცავს შემდეგ თემებს:

  • მარეგულირებელი კანონმდებლობის, კომპანიების ვალდებულებების, არსებული შეღავათებისა და რისკების მიმოხილვა;
  • მეოთხე კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების სტანდარტის მიმოხილვა;
  • ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის მიმოხილვა (ფასს) მცირე და საშუალო საწარმოებისათვის;
  • ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (saras) პორტალზე კომპანიის რეგისტრაცია და კანონის შესაბამისად ანგარიშგების ატვირთვა.

ალდაგსა და ფინანსურ ოფისს შორის გრძელვადიანი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება, რომლის თანახმადაც ალდაგი თავისი კლიენტებისათვის 100,000 ლარის ოდენობით თანადაფინანსების ბიუჯეტს გამოყოფს, რაც ნიშნავს, რომ ალდაგი თავის კლიენტ კომპანიებს ფინანსური ოფისის სერვისების მიღებას მნიშვნელოვნად დაუფინანსებს.

„ჩვენი მიზანია, ჩვენს კლიენტ კომპანიებს დავეხმაროთ ოპერირების პროცესში, რათა მათ შეძლონ საკუთარი ბიზნესის წარმატებულად ფუნქციონირება, გაფართოება და განვითარება. მზად ვართ, ვითანამშრომლოთ სხვადასხვა წამყვან პროვაიდერ კომპანიებთან, რათა ჩვენს კლიენტებს მაქსიმალურად მორგებული სერვისები და ფასები შევთავაზოთ.,“- განაცხადა ალდაგის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბარათაშვილმა.

აუდიტორული კომპანია ფინანსური ოფისი დამოუკიდებელ ბუღალტრულ და იურიდიულ კომპანიათა წამყვანი საერთაშორისო ასოციაცია MSI Global Alliance-ის წევრი და საქართველოში ერთადერთი წამომადგენელია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს როგორც ბუღალტრულ და აუდიტორულ, ისე საგადასახადო მომსახურებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42