IATA თბილისში რეგიონალური სასწავლო ცენტრის გახსნას გეგმავს
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:30, 18 Sep, 2019     1458

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქაერონავიგაციის" მოწვევით, საქართველოში საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) ტრეინინგ ცენტრის ტოპ-მენეჯმენტი იმყოფება.

იანივ სორანი და ვირონ ლუპასისი გაეცნენ შპს „საქაერონავიგაციაში" დანერგილ სასწავლო პროცესს, ეწვივნენ სასწავლო ცენტრს, რომელიც აღჭურვილია INDRA-ს საჰაერო მოძრაობის მართვის თანამედროვე 3D სიმულატორით. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა დეტალურად განიხილეს რეგიონალური თანამშრომლობის შესაძლებლობა და დაგეგმეს მომავალი ერთობლივი პროექტები

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მომავალი რეგიონალური თანამშრომლობის ფარგლებში, საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის სასწავლო ცენტრი საქართველოს საავიაციო ბაზრის სექტორულ ანალიზს მოამზადებს. კვლევის მიხედვით, შეფასდება „საქაერონავიგაციის" სასწავლო ცენტრის ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები, სავიზო პოლიტიკა, კონკურენტუნარიანობა და ტარიფები, დარგში დასაქმებული სპეციალისტები რაოდენობა და სხვა პარამეტრები.

„თბილისში რეგიონალური სასწავლო ცენტრის გახსნა მეტ დინამიკას შესძენს „საქაერონავიგაციის" ურთიერთობებს საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებთან, ასევე, მეზობელი ქვეყნების სააერნაოსნო მომსახურების პროვაიდერებთან. ჩვენ შევისწავლეთ სასწავლო ცენტრის ოპერაციული და კომერციული შესაძლებლობები და ვადასტურებთ მზაობას, შევქმნათ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასწავლო ცენტრი რეგიონში, სადაც სწავლებას შპს "საქაერონავიგაციის" თანამშრომლებთან ერთად, მეზობელი ქვეყნების საავიაციო სფეროს სპეციალისტებიც გაივლიან. ჩვენ თავდაუზოგავად ვშრომობთ იმისთვის, რომ საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ ჩვენ სასწავლო ცენტრს რეგიონალური დატვირთვა შესძინოს" - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქაერონავიგაციის" გენერალური დირექტორის მოადგილემ სოფია ტურაბელიძემ.

IATA-ს სასწავლო კურსების მიზანია, აამაღლოს ფრენების უსაფრთხოება და საჰაერო მოძრაობის მართვის ეფექტიანობა, ასევე ხელი შეუწყოს საავიაციო სფეროში დასაქმებული კადრების კარიერულ ზრდას და ზოგადად, ინდუსტრიის მდგრად განვითარებას. „საქაერონავიგაცია" IATA-ს სასწავლო ცენტრთან უკვე წლებია მჭიდროდ თანამშრომლობს. კომპანიის თანამშრომლები სწავლებას გადიან მრავალი კუთხით, მათ შორის ფრენების უსაფრთხოებისა და საჰაერო მოძრაობის მართვის მიმართულებით.

ყოველწლიურად საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) ტრეინინგ ცენტრი 100 000-ზე მეტ პროფესიონალს და სტუდენტს ატრეინინგებს ავიაციის სფეროში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. საავიაციო ინდუსტრიის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით ასოციაციამ შეიმუშავა 350-ზე მეტი ტრეინინგი და 40-ზე მეტი სადიპლომო და აკადემიური კურსი.

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის ტრეინინგ ცენტრი ერთ-ერთი ლიდერია საავიაციო სწავლების სფეროში. IATA მუდმივად თავაზობს კომპანიებს მაღალხარისხიან სასწავლო კურსებს, რომელიც შექმნილია საავიაციო ექსპერტების მიერ, იმგვარად რომ სტუდენტებმა მიღებული ცოდნა დაუყოვნებლივ გამოიყენონ სამუშაო პროცესში.

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის სასწავლო ცენტრის დირექტორის ვიზიტი საქართველოში სამ დღეს გაგრძელდება. იანივ სორანი და ვირონ ლუპასისი შეხვედრებს გამართავენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორთან და საავიაციო ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებთან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42