დღესდღეობით ბინებზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, თუმცა ლარის კურსის არასტაბილურობის გამო ძალიან ბევრი ადამიანი თავს იკავებს ბინის შეძენისგან და ელოდება მოვლენების განვითარებას. ამ სიტუაციის ფონზე, “მონოლით ჯგუფმა“ მომხმარებლებს უნიკალური შეთავაზება გაუკეთა:
Monolith City-ის დასრულებულ საცხოვრებელ კომპლექსში ბინის შეძენა შესაძლებელია ფიქსირებული კურსით, 2.7₾, რაც ძალიან დიდი თანხის დაზოგვის საშუალებას იძლევა.
რას გულისხმობს აქცია?
მაგალითად, თუ ბინის ღირებულება უცხოურ ვალუტაში არის 40,000-ი, რომელიც ეროვნული ბანკის კურსით ლარში შეადგენს 118,800-ს, იგივე ბინა „მონოლით ჯგუფი“-ს კურსით იქნება 108,000 ლარი. რაც მთავარია, აქცია არ ეხება მხოლოდ რამოდენიმე ბინას, არამედ ვრცელდება მთლიანად საცხოვრებელ კომპლექსზე.

„მონოლით სითის“ შესახებ
„მონოლით სითი“ მდებარეობს ორთაჭალაში, ბ. კალანდაძის 12 ნომერში - ძველი თბილისის ისტორიულ უბანში, რომელიც ბაგრატიონის ძეგლიდან 5 წუთის სავალ მანძილზეა. საცხოვრებელ კომპლექსს ექნება მოვლილი, იზოლირებული ეზო, მიწისქვეშა ავტოსადგომი და საბავშვო გასართობი მოედანი. ამასთან, კორპუსები აშენებულია ენერგოეფექტური ბლოკით, რომელიც კომუნალური გადასახადების 40%-მდე შემცირებას უზრუნველყოფს; ბინების ზედა სართულებიდან იშლება სივრცული ხედები ქალაქის ისტორიულ უბნებზე და საცხოვრებელ კომპლექსს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის მობინადრეებისთვის.
„მონოლით სითიში“, ბინების დიდი რაოდენობა უკვე გაყიდულია. ამიტომ ყიდვის მსურველებმა უნდა იჩქარონ. ამ ეტაპზე კომპლექსის მშენებლობა მთლიანად დასრულებულია და მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები.
კომპანია „მონოლით ჯგუფი“ Property Panda-ს მიხედვით, ერთ-ერთი ყველაზე სანდო კომპანიაა ქართულ სამშენებლო ბაზარზე.
აქციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაურეკოთ „მონოლით ჯგუფის“ გაყიდვების ოფისს ნომერზე: 595997700, ან ეწვიოთ ვებ-გვერდს.
მასალის გამოყენების პირობები






