ირაკლი ალასანია კაპელანებს შეხვდა
საზოგადოება - 16:54, 16 Oct, 2013     1548

ქართველი სამხედროების ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის პროგრამის შემუშავების საკითხი თავდაცვის მინისტრის კაპელანებთან შეხვედრის მთავარი თემა იყო.  პროექტი, ფსიქოლოგებთან ერთად, კაპელანების აქტიურ ჩართულობასაც გულისხმობს. თავდაცვის სამინისტროში გამართულ დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე თავდაცვის უწყების ხელმძღვანელები და სასულიერო პირები შეთანხმდნენ, რომ ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის გეგმას ერთობლივად შეიმუშავებენ, ასევე დეტალურად შეისწავლიან ჯარისკაცებთან  ურთიერთობის მექანიზმებსა და ამოცანებს.

 დღევანდელ შეხვედრაზე შეიარაღებულ ძალებში ფსიქოლოგიური მდგომარეობის, განათლებისა და ჯარისკაცების  მოტივაციის ამაღლების საკითხებიც განიხილეს. ირაკლი ალასანიამ შეიარაღებულ ძალებში მოღვაწე სასულიერო პირებს მოუსმინა და ჯარისკაცების სულიერი მხარდაჭერის საჭიროებებს გაეცნო.

 „დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ეკლესიისა და არმიის ურთიერთქმედებას. არაერთხელ გვითქვამს, რომ თუ ადამიანს ღრმა რწმენა არა აქვს, ის სამშობლოსთვის თავს ვერ გაწირავს. ამიტომ ეს ურთიერთობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვისაუბრეთ, ზოგადად თუ რა პრობლემების წინაშე ვდგავართ საზოგადოებაშიც და ჯარშიც და რა უნდა გავაკეთოთ ამ კუთხით. შევიმუშავეთ ერთობლივი პოლიტიკა, რომ ჯარში მათი საქმიანობა მაქსიმალურად ეფექტური იყოს. ვისაუბრეთ, ასევე როგორ უნდა ვუზრუნველვყოთ ჩვენი არაქრისტიანული აღმსარებლობის თანამოქალაქეების უფლებები“ - განაცხადა ალასანიამ.  

თავდაცვის სამინისტროში სასულიერო პირებთან სამუშაო შეხვედრები სამ თვეში ერთხელ გაიმართება.  





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42