საქარველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საოკუპაციო ზოლის მოსაზღვრე სოფლები ინტერნეტით შეუზღუდავად ისარგებლებენ. სიახლე დვანის მოსახლეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინსტრმა, თამარ სანიკიძემ აცნობა.
სანიკიძის თქმით, ე.წ. საზღვრის მიმდებარე სკოლებში ძლიერი მოდემი დამონტაჟდება, რითაც ინტერნეტის სიჩქარე კიდევ უფრო გაიზრდება.
სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო ცენტრი უკაბელო ქსელსა და ტელეფონებსაც დაამონტაჯებს, რითაც ადგილზე მყოფ მასწავლებლებს განათლების სამინისტროსთან მუდმივი კავშირი ექნებათ.
„პრობლემები გადავჭერით. აქ იყო ძირითადად კომუნიკაციის პრობლემა. რაც საჩქაროდ უნდა ყოფილიყო მოგვარებული, განსაკუთრებით ასეთი სკოლები სულ უნდა იყვნენ კონტაქტზე, რათა დროულად მოვახდინოთ რეაგირება მათ პრობლემებზე, დავაყენეთ გამაძლიერებელი მოდემები, იმისათვის, რომ ინტერნეტთან ჰქონდეთ წვდომა“, - განაცხადა თამარ სანიკიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






