ტრაგედიის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
მეზობლების თქმით, ქალი მათ კორპუსში დაახლოებით ერთი თვის წინ გადმოვიდა და აღნიშნულ მისამართზე ქირით ცხოვრობდა.
ქალი მეუღლეს იყო გაშორებული და ის ბაღდადის მუნიციპალიტეტის სოფელი დიმიდან 2 და 4 წლის შვილებთან ერთად გასულ თვეს წამოვიდა.
იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის თქმით, დაუზუსტებელი ინფორმაციით, გარდაცვალება ბუნებრივი აირის ნამწვმა გამოიწვია.
მეზობლებუი ვარაუდობენ, რომ წყლის გამათბობლიდან ბუნებრივმა აირმა გამოჟონა, რაც ტრაგედიით დასრულდა.
რაც შეეხება გარდაცვლილებს ისინი დაკეტილ ბინაში ოჯახის ახლობელებმა აღმოაჩინა, რომელიც მეორე სართულზე ფანჯრიდან შევიდა.
გარდაცვლილი ქალი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემიდან იყო და ზესტაფონში, ბიბილაშვილის ქუჩაზე ქირით ცხოვრობდა.
როგორც "ნიუპოსტს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
მასალის გამოყენების პირობები






