1992 წლის შემოდგომაზე 69 წლის ჯანეტ ფერისი კანადის პატარა ქალაქ მილბეიდან თავისი მანქანით ქორწილში გაემგზავრა და უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ოჯახმა სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ჩატარება მოითხოვა, რომელიც უშედეგო გამოდგა. ოჯახის წევრები და მეგობრები მრავალი წლის განმავლობაში უშედეგოდ ეძებნდენ პასუხს კითხვაზე, სად დაიკარგა ასაკოვანი ქალი თავისი ავტომობილით.
ჯანეტ ფერისის შვილის 62 წლის ჯორჯის თქმით, ოჯახი ვარაუდობდა, რომ ჯანეტი შესაძლოა ავარიაში მოყვა. 27 წლის შემდეგ კი პოლიცია დაუკავშირდა ჯორჯს და აცნობა რომ მანქანა და ჯანეტის ცხედარი იპოვეს.
აგვისტოში 13 წლის მაქს ვერენკა დედასთან, ნენსისთან ერთად ტბაში ნავით ცურავდა და წყლის ფსკერზე ამოტრიალებული ავტომობილი შენიშნა. დედა-შვილი კანადის პოლიციას დაუკავშირდა. 21 აგვისტოს პოლიცია ადგილზე მივიდა თუმცა მკვეთრი მზის გამო ჩაძირული ავტომობილი ვერ დაინახეს, მაშინ მაქსმა ტბაში ჩაყვინთა და GoPro-თი ავტომობილს ფოტოები გადაუღო. სამი დღის შემდეგ პოლიციამ და საევაკუაციო სამსახურმა წყლიდან შავი Honda Accord-ი ამოიტანეს, რომლის სალონშიც ჯანეტ ფერისის ცხედარი იყო.
პოლიციელების თქმით, ისინი მაქს ვარენკას, პოტენციურ თანამშრომლად განიხილავენ, რადგან მას საიდუმლოებების ამოხსნა უყვარს.
მასალის გამოყენების პირობები






