ინტერნეტი დღეს ჩვენი ნებისმიერი ცხოვრებისეული გამოწვევის მოგვარების უალტერნატივო საშუალებაა. იქნება ეს სახლთან დაკავშირებული შიდა საკითხები, როგორიცაა, მაგალითად, კომუნალური გადასახადები, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ყიდვა თუ თუნდაც ნივთების ყიდვა-გაყიდვის სერვისები, ონლაინ გაცილებით სწრაფად და მარტივად ვაგვარებთ ყველაფერს. რაც მთავარია, ასე არც რიგებში უსასრულო დგომა გვღლის და არც დროის ფუჭად დაკარგვის შეგრძნება გვაწუხებს.
თანამედროვე ადამიანების ცხოვრებაში გაცილებით აქტიურად შემოდის ონლაინ მომსახურების ვებგვერდები, მაგრამ ჩვენი ყოველდღიური საჭიროებები ხომ რაიმე ერთი კონკრეტული სერვისით არ იფარგლება? რამდენი საქმეც გვაქვს, იმდენ ორგანიზაციასთან გვიწევს შეხება და სათითაოდ საიტებზე იმის კონტროლი როდის რა უნდა გადავიხადოთ, რთულია.
კიბერ თავდასხმების გაზრდილმა მაჩვენებელმა ფრთხილი ინტერნეტ მომხარებლები იმაზეც დააფიქრა, რომელიმე სერვისის მისაღებად, საიტზე საბანკო ბარათის შეყვანისას, რაიმე საფრთხის ქვეშ ხომ არ დგება თავიანთი პირადი ფინანსური ანგარიში.
იმისათვის, რომ თავი უსაფრთხოდ ვიგრძნოთ და არც ჩვენ წინაშე არსებული პრობლემები გამოგვრჩეს, TBC Pay-ს უნდა დავუმეგობრდეთ და ვანდოთ ჩვენი ფინანსების განკარგვა.
თიბისი ფეი ერთ სივრცეში თავმოყრილი მრავალი მომსახურებაა, რეგისტრაციის მარტივი მეთოდით, რომელიც ერთ წუთსაც არ წაგართმევთ და მოქნილ სამომხმარებლო პანელს შემოგთავაზებთ, რომ თქვენი ყველა გადასახადი შაბლონებად შეინახოთ.
თუ კომერციული საიტების, მაგალითად ონლაინ განცხადებების პლატფორმების მომხმარებელთა შორის ხართ და ერთად რამდენიმე სერვისს იყენებთ, თუნდაც უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვის მიზნით, ეს ნიშნავს რომ. ყველა ვებგვერდზე სათითაოდ გექნებათ ბალანსი შესავსები. ბევრი დრო რომ არ დაკარგოთ, გახსოვდეთ, რომ TBC Pay სწორედ თქვენთვისაა.
მაგალითად, MyMarket-ზე, სადაც სხვადასხვა ტიპის განცხადება თავსდება, საფასურის გადასახდელად, ან არსებული დავალიანების შესამოწმებლად მხოლოდ ანგარიშის ნომრის ან ელექტრონული მისამართის მითითება დაგჭირდებათ. თუ ამ გადასახადს შაბლონად დაარეგისტრირებთ, და შემდეგი გადახდისთვის ბარათიც სისტემაში გექნებათ დამახსოვრებული, ერთი წუთიც აღარ დაგჭირდებათ რომ გადახდა დაასრულოთ.
თიბისი ფეიზე მომსახურების გადახდა შესაძლებელია როგორც საბანკო ბარათით, ასევე ელექტრონული საფულის მეშვეობითაც. ეს იმისთვის, რომ შემდეგი გაუთვალისწინებელი გადახდისთვის თანხაც დაზოგილი გქონდეთ და თავსაც უფრო მშვიდად და დაცულად გრძნობდეთ. გარდა ელექტრონული საფულისა, TBC Pay-ზე რეგისტრაციით თქვენ შემდეგი უპირატესობებით ისარგებლებთ:
· გადახდის შაბლონების შექმნა;
· SMS შეტყობინების მიღება დავალიანებაზე;
· ავტომატური გადახდების ფუნქცია;
· გადახდების ისტორიის დათვალიერება და სასურველი ქვითრის ამობეჭდვა
ბუნებრივია, ბალანსის შევსება უშუალოდ იმ ვებგვერდიდანაც შეგიძლიათ, სადაც განცხადებას განათავსებთ, მაგრამ ისევ MyMarket-ის მაგალითზე რომ ვთქვათ, ვებგვერდზე ანგარიშის შესავსებად თქვენი საბანკო ბარათის სრული ინფორმაციაა შესაყვანი, მაშინ, როცა თიბისი ფეიზე მხოლოდ ერთხელ მოგიწევთ ბარათის მიბმა და ამისთვის 2 წუთიც არ დაგჭირდებათ, შემდგომში კი მშვიდად შეასრულებთ ნებისმიერი გადარიცხვის ოპერაციას.
მასალის გამოყენების პირობები






