უტარ-პრადეში ინდოელმა კაცმა თავისი 8 თვის ვაჟი სასიკვდილოდ გაიმეტა და ქალღმერთ კალის მიუძღვნა.
მამამ ბავშვი ჯერ დაბანა, შემდეგ კი სალოცავად წავიდა კალისთვის აშენებულ ტაძარში. სახლში მობრუნებულმა კი ქალღმერთის კერპის წინ ბავშვს თავი მოაჭრა.
ამის შემდეგ, მამაკაცი სახლიდან გაიქცა. თუმცა, ის ადგილობრივებმა შეიპყრეს და სამართალდამცავებს ჩააბარეს.
მამაკაცი დააპატიმრეს და ამასთან ერთად იძულებითი ფსიქოლოგიური მკურნალობა დაუნიშნეს.
"მან აღიარა, რომ ვაჟის მოკვლა მისი დაბადებისთანავე გადაწყვიტა. ის ფიქრობს, რომ ეს მსხვერპთლშეწირვა უშვილო წყვილებს ბედნიერებას მოუტანს. თქვა, რომ ბრძანება კალისგან მიიღო", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში პოლიციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
პრესას დამნაშავის ფოტოსურათის გამოქვეყნება გარკვეული მიზეზების გამო აუკრძალეს.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.
მასალის გამოყენების პირობები






