რობოტი მღვდლები - რეალობა, წინააღმდეგობები და მომავალი (ვიდეო)
ეს საინტერესოა - 15:08, 14 Sep, 2019     1086



იაპონიაში, კიოტოში, 400 წლის ბუდისტური ტაძარ კოდაჯიში, წირვას ახალი მღვდელი სახელად მინდარი ატარებს. სხვა სასულიერო პირების მსგავსად, ამ მღვდელმთავარსაც შეუძლია ქადაგება, რჩევების მოცემა, დაკრძალვის ცერემონიის შესრულება, მრევლთან ურთიერთობა, თუმცა... მისი სხეული ალუმინისა და სილიკონისგან არის დამზადებული - მინდარი რობოტია.

მინდარი ბუდისტური წყალობის ღვთაების კანნონის გამოსახულებით არის შექმნილი. იგი 1 მილიონი დოლარი დაჯდა და მისი შემქმნელების აზრით იგი შესძლებს მრევლის შემობრუნებას ბუდისტური ეკლესიისკენ იმ ქვეყნებში, სადაც ბოლო დროს რელიგიური სულისკვეთება მცირდება.

ამჟამად მინდარი არ არის აღჭურვილი ხელოვნური ინტელექტით. იგი უბრალოდ იმეორებს ერთიდაიგივე ტექსტებსა და დაპროგრამებულ ქადაგებებს Heart Sutra-ს შესახებ. მაგრამ რობოტის შემქმნელები ამბობენ, რომ ისინი აპირებენ მისცენ მას ყველა შესაძლებლობა, რათა ადაპტირება მოახდინოს მრევლთან, ესაუბროს მათ სპეციფიკურ სულიერ და ეთიკურ პრობლემებზე.

”ეს რობოტი არასოდეს მოკვდება; ეს უბრალოდ მუდმივად სრულყოფს საკუთარ თავსდა განვითარდება,” - აცხადებს ტენშო გოთო, ტაძრის მთავარი სტიქაროსანი. ”იმედი გვაქვს, რომ ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით მისი სიბრძნე გაიზრდება, რაც ხალხს ყველაზე რთულ პრობლემებზე გადალახვაში დაეხმარება. ის ცვლის ბუდიზმს.”

რობოტები მღვდლებს სხვა რელიგიებშიც ცვლიან. 2017 წელს ინდიელებმა გამოუშვეს რობოტი, რომელიც ასრულებს ინდუსური აარტის რიტუალს, რომელიც გულისხმობს ღვთაების წინ მსუბუქი წრიულ მოძრაობას. იმავე წელს, პროტესტანტული რეფორმაციის 500 წლის იუბილეს საპატივცემულოდ, გერმანიის პროტესტანტულმა ეკლესიამ შექმნა რობოტი სახელწოდებით BlessU-2. მან წინასწარ დაპროგრამებული კურთხევა მისცა 10 000-ზე მეტ ადამიანს.

შემდეგ მოდის SanTO (შემოკლებული Sanctified Theomorphic Operator), 17 დიუმის სიმაღლის რობოტი, რომელიც კათოლიკური წმინდანების ფიგურებს მოგვაგონებს. თუ მის წინ იტყვით, რომ რაღაც გაწუხებთ, იგი მათეს სახარების ციტატით გიპასუხებთ: "მათე 6.34. ნუ ჰზრუნავთ ხვალისათჳს, რამეთუ ხვალემან იზრუნოს თავისა თჳსისა. კმა არს დღისა მის სიბოროტე თჳსი."

რობოტოტექნიკოსმა გაბრიელე ტროატატომ SanTO იმ მიზნით შექმნა, შექმნა, რომ იმ ხანდაზმულ ადამიანებს, რომელთა მობილურობა და სოციალური კონტაქტი შეზღუდულია სულიერი დახმარება შესთავაზოს. ის აპირებს ანალოგიური რობოტი მუსულიმებისთვისაც შექმნას, თუმცა ჯერ არ არის დარწმუნებული, რომ ისინი მას მიიღებენ.

ჩინეთში, პეკინის ლონგუანის მონასტერში, ანდროიდ-ბერი, სახელად Xian, ასევე წარმოსთქვამს ბუდისტურ მანტრებს და რჩევებს სთავაზობს მრევლს.

საინტერესოა, რამდენად ფართოდ დაინერგება მსგავსი ტექნოლოგიები ახლო მომავალში. ბევრი რელიგიური მოღვაწე თვლის, რომ რობოტი მღვდლები უფრო მეტ ხელოვნურობას მისცემენ რელიგიურ რიტუალებს და ადამიანთა გაუცხოებას გამოიწვევენ, რადგან მათი აზრით, რწმენა, აღსარება, საკუთარი პრობლემების გაზიარება, ანუ ის რისთვისაც ადამიანი დადის ეკლესიაში, ცოცხალ ადამიანთან ურთიერთობის დროს უფრო მეტ სარგებელს აძლევს მრევლს, ვიდრე ხელოვნურ ინტელექტთან ურთიერთობა.

არსებობს საპირისპირო აზრიც, რომლის თანახმადაც ა მიმართულებით ბევრი დადებითი პოტენციალი არსებობს: რობოტებს შეუძლიათ რელიგიით დააინტერესონ ადამიანები და მათ რიტუალების შესრულება საშუალებას მისცენ იმ ადგილებში სადაც ადამიანი-მღვდელი მიუწვდომელია.

გავრცელებული ინფორმაციით, ის იაპონელები, რომლებიც მინდარის ქადაგებებს და რჩევებს ისმენენ, სრულად არ სწუხან იმის გამო რომ იგი ხელოვნურია. თუმცა აქ უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტები მათ ცხოვრებაში საკმაოდ არიან შეჭრილი, იქნება ეს ვაჭრობის, ან მომსახურების სფერო, თუ ტელე ან რადიო დიქტორი.

კიოტოს ტაძარის სტიქაროსანის გოთოს აზრით: ”ბუდიზმი არ არის ღმერთის რწმენა; ის მიდის ბუდას ბილიკზე. არ აქვს მნიშვნელობა ვინ წარმოადგენს მას.”





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42