17-18 ოქტომბერს 10:00-17:00 საათზე „სასტუმრო ძველ თბილისში“ გაიმართება მედიაციის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენიცია თემაზე:
„მედიაცია საქართველოში - როგორც კონფლიქტების გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდი, პოლონური გამოცდილების გაზიარება“
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ პოლონეთის და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები, სააპელაციო სასამართლოს მედიატორები, იუსტიციის სამინისტროსთან არსებული კონფლიქტების მოგვარების ალტერნატიული მეთოდების საზოგადოებრივი საბჭოს წევრები, მედიაციის თემაზე მომუშავე არასამავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები.
რომლებიც ერთობლივად იმსჯელებენ მედიაციის რეფორმაზე და მისი განვითარების პრესპექტივებზე საქართველოში, გაიზიარებენ პოლონურ გამოცდილებას სასამართლო და არასასამართლო მედიაციაში და შეიმუშავებენ სპეციალურ რეკომენდაციებს.
კონფერენცია ტარდება პროექტის: „მედიაცია საქართველოში - კონფლიქტების ტრანსფორმაცია, დავების ეფექტური დარეგულირება და კონფლიქტების გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდი“, ფარგლებში. რომელიც დაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამის „დემოკრატიის ხელშეწყობა“ მხარდაჭერით.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან „მედიაციის ცენტრი“ და საზოგადოებრივი კავშირი „მეგობრობის ხიდი - ქართლოსი“, პოლონელ პარტნიორებთან ერთად „პარტნიორები პოლონეთი“.
თანაორგანიზატორი: იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრი“.
მისამართი: „სასტუმრო ძველ თბილისში“ ქეთევენ წამებულის ქ #27
კონფერენციის პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ დანართში.
მეგი ბიბილური
მობ: 599757674
მასალის გამოყენების პირობები






