საქართველოს ბანკის პარტნიორობით “უძრავი ქონებისა და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ყოველწლიური ფორუმი“ გაიმართება
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:34, 13 Sep, 2019     1435

საქართველოს ბანკის პარტნიორობით, Property Georgia-ს, FIABCI Georgia-ს ინიციატივითა და ორგანიზებით 15-16 ოქტომბერს “უძრავი ქონების და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ყოველწლიური ფორუმი “მდგრადი და მედეგი ქალაქების მშენებლობა“ გაიმართება. ღონისძებასთან დაკავშირებით და მის ფარგლებში დაგეგმილი დაჯილდოვების ცერემონიის შესახებ დღეს მრგვალი მაგიდა გაიმართა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ფორუმის შესახებ პროფესიული, საერთაშორისო წრეების ინფორმირება და ცნობადობის ამაღლება. შეხვედრას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის, მისიების ეკონომიკური ატაშეები, საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლები, FIABCI Georgia-ს დამფუძნებელი წევრები.

უძრავი ქონების და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო მასშტაბური ფორუმი წელს პირველად ჩატარდება, რომლის მიზანია, საქართველოს მსოფლიო რუკაზე პოზიციონირება მოხდეს, როგორც უძრავი ქონების და ტურიზმის, სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ლოკაცია. ფორუმზე განხილული იქნება ისეთი საკითხები როგორიცაა: მდგრადი ქალაქების შექმნის ეკონომიკური შედეგები; ქალაქებში მდგრადი ურბანული ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის განვითარება.

ფორუმზე საქართველოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული 50-ზე მეტი ინვესტორი ესტუმრება, რომლებიც თბილისთან ერთად მოინახულებენ საქართველოს რამდენიმე რეგიონს. სტუმრობის მიზანია ინვესტორები გაეცნონ უძრავი ქონების და ტურიზმის საუკეთესო შეთავაზებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ღონისძიებას საერთაშორისო მედია პარტნიორობას გაუწევს Dow Jones/Mansion Global/FN. ფორუმს გააშუქებს წამყვანი და გავლენიანი საერთაშორისო მედია საშუალებები: BBC, CNN, Bloomberg.

ღონისძიების მთავარი პარტნიორია “საქართველოს ბანკი”, მხარდამჭერები: “გალტ ენდ თაგარტი”, “საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო,” “საქართველოს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო,” “აწარმოე საქართველოში”, “ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია”, “ქოლიერს საქართველო”, “საპარტნიორო ფონდი”, “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი,” “ფრაისუოთერჰაუსკუპერსი საქართველო”, “საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია”, “გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება,” “პოლონეთის საინვესტიციო და სავაჭრო სააგენტო.”





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42